მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთმა ხერსონის მარცხენა სანაპიროზე გაეროს ჰუმანიტარული მისიის შეშვებაზე უარი თქვა

რუსეთმა ხერსონის მარცხენა სანაპიროზე გაეროს ჰუმანიტარული მისიის შეშვებაზე უარი თქვა

Published on

რუსეთი გაეროს ჰუმანიტარულ მისიას ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის კონტროლის ქვეშაა, არ უშვებს. ინფორმაციას უკრაინაში გაეროს ჰუმანიტარული მისიის კოორდინატორი, დენის ბრაუნი ავრცელებს.

სანაპიროზე მცხოვრები მოსახლეობა კახოვკის ჰესის განადგურების შედეგად დაზარალდა.

“გაერო მუშაობს უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებთან, რათა ეფექტურად მიაწოდოს ჰუმანიტარული დახმარება ყველა იმ ადამიანს, ვინც დაზარალდა კახოვკის კაშხლის განადგურებით.

რუსეთის მთავრობამ ამ დრომდე უარყო ჩვენი მოთხოვნა მის დროებით სამხედრო კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე წვდომის შესახებ. მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას იმოქმედოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად”, – წერია განცხადებაში.

ბრაუნის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაერო გააგრძელებს მუშაობას ხერსონის მარცხენა სანაპიროზე მყოფი მოსახლეობისთვის დახმარებაზე წვდომის მოსაძებნად.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...