მთავარისიახლეებიმსოფლიოორკვირიანი კონტრშეტევებით უკრაინელებმა 8 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

ორკვირიანი კონტრშეტევებით უკრაინელებმა 8 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

Published on

კონტრშეტევითი მოქმედებების შედეგად, უკრაინელმა მებრძოლებმა ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებებზე რვა დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი იტყობინება.

კერძოდ, გათავისუფლებულია შემდეგი დასახლებები: ნოვოდაროვკა, ლევადნოე, სტოროჟევოე, მაკაროვკა, ბლაგოდატნოე, ლობკოვოე, ნესკუჩნოე, პიატიხატკი.

საერთო ჯამში, უკრაინამ ამ მიმართულებაზე 7 კმ-ით შეაღწიეს მტრის განლაგებების სიღრმეში, ხოლო სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია, ჯამში, 113 კვ. კმ-ს შეადგენს.

აქვე შეგახსენებთ, რომ სწორედ პიატიხატკისთან მიმდინარე ბრძოლების დროს გაანადგურეს უკრაინელებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოხალისეთა ბატალიონი “შტორმ.ოსეტია” და მოკლეს მისი მეთაური აივენგო ტეხოვი:

უკრაინაში ცხინვალელი ბოევიკი, “შტორმ ოსეტიას” მეთაური მოკლეს


სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ...

ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი ალექსეი პიმანოვი მოკვდა

ალექსეი პიმანოვი მოკვდა - რუსპროპაგანდის ერთ-ერთი „Звезда“ და ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი: ადამიანი, რომელმაც...

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...