მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 481-ე დღე - სად რა ხდება უკრაინაში

ომის 481-ე დღე – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

დონეცკის ოლქი-ავდეევკის მიმართულებაზე, დასახლება ვესელოესთან უკრაინელმა მებრძოლებმა რუს ოკუპანტებს 1კმ-ით უკან დაახევინეს.

18 ივნისის (ომის 480-ე დღე) ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ომში: გამთენიისას ხერსონის ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროზე, გენიჩენსკის რაიონში- დასახლება რიკოვეში უკრაინული ავიაციის მიერ დაბომბილი და განადგურებული რუსი ოკუპანტების უმსხვილესი საბრძოლო მასალის საწყობი აშკარად არასახარბიელოდ გამოიყურებოდა: ჭურვების დეტონაცია 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

რიკოვეს საბრძოლო მასალის საწყობი უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ცენტრს წარმოადგენდა რუსული არმიისთვის. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ შენობებში ასიათასობით ტონა საბრძოლო მასალა ინახებოდა, რომელიც გამოიყენებოდა ზაპოროჟიეს ფრონტის მომარაგებისთვის.

8 თვეზე მეტია, რაც აღნიშნულ საბრძოლო მასალის საწყობს აქტიურად იყენებენ სამხრეთის ფრონტზე საარტილერიო ჭურვებით უზრუნველყოფისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, რიკოვეს საბრძოლო მასალის საწყობს კადიროველები იცავდნენ- დღეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისა და ჭურვების- რაკეტების დეტონირების შედეგად კი 52 ოკუპანტი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი კი დაიჭრა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით კი, კვირის განმავლობაში, უკრაინელმა მებრძოლებმა 10 საბრძოლო მასალების საწყობი და 20 ბაზა/სამეთაურო პუნქტი/შტაბი გაანადგურეს.

“კავშირზეა ადმინი: მტერმა დაარტყა მე-80 ბრიგადის სამეთაურო პუნქტს. ვიზიარებთ მწუხარებას…” – ნათქვამია რუსული ტელეგრამ-არხით გავრცელებულ ინფორმაციაში. 

200-ზე მეტი ტანკი ( Merkava Mk2 და Mk3 ), რომელთა მიყიდვას ისრაელი პირველად აპირებს სხვა სახელმწიფოებისთვის, დიდი ალბათობით, უკრაინისა და პოლონეთისთვისაა განსაზღვრული.

უკრაინა ყირიმისა და სხვა ტერიტორიის გათავისუფლების გზას დაადგა – ბენ ჰოჯესი

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ...

ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი ალექსეი პიმანოვი მოკვდა

ალექსეი პიმანოვი მოკვდა - რუსპროპაგანდის ერთ-ერთი „Звезда“ და ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი: ადამიანი, რომელმაც...

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...