მთავარისიახლეებისაზოგადოებამკაფიოდ ამბობს წარმოუდგენელ მესიჯს - მდინარაძე რასა იუკნევიჩიენეზე

მკაფიოდ ამბობს წარმოუდგენელ მესიჯს – მდინარაძე რასა იუკნევიჩიენეზე

Published on

“ქართული ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მადლობას უხდის იმ განცხადებისთვის, რომელიც მან გუშინ “მთავარი არხის” ეთერში გააკეთა. მდინარაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტარი მკაფიოდ ამბობს იმ “წარმოუდგენელ მესიჯს”, რომელთან დაკავშირებითაც მმართველ გუნდს აკრიტიკებენ.

“დიდი მადლობა მინდა ქალბატონ რასას გადავუხადო. ჩვენ რომ ვლაპარაკობთ ასეთი სულელური არჩევანის წინაშე გვაყენებენ ხანდახან რიგი ადამიანები მეთქი, ამაზე გვაკრიტიკებენ ხოლმე და ახლა თვალნათლივ, ხელისგულზე გამოჩნდა როგორ ალტერნატივებს გვთავაზობენ ისინი. ჩვენ ხომ გვაკრიტიკებენ მაგალითად იმ განცხადებების გამო, სადაც ვამბობდით, რომ დიახ, რეზოლუციაში ისეთი სიგიჟე ჩაიწერა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი, დამნაშავე, საშინელი სისტემის შემქმნელი გარეთ უნდა გამოუშვა და ბიძინა ივანიშვილი უნდა დასაჯო. ეს უნდათ მათ და ქალბატონი რასა ამ ნარატივს ამტკიცებს, ამყარებს, შესაბამისად მადლობა, რომ ასე გაჭრით, მკაფიოდ ამბობს იმ წარმოუდგენელ მესიჯს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაკრიტიკებენ ხოლმე”, – თქვა მდინარაძემ.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...