მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“ სადაც ფიზიკურად შევძლებ - სააკაშვილი

დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“ სადაც ფიზიკურად შევძლებ – სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა აპირებს ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში.

მისი განცხადებით, დღეიდან აპირებს მონაწილეობა მიიღოს ყველა “სასამართლოში”, სადაც ფიზიკურად შეძლებს.

“ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში.

საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე.

მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.

უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოვოთ მათ შორის ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით.

დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“ სადაც ფიზიკურად შევძლებ.

ასევე, როგორც ყოველთვის მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის პირველ რიგში ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას ნაციონალურ მოძრაობას” – წერს მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...