მთავარისიახლეებიპოლიტიკადღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია მარტვილში მიმდინარე არჩევნებში ხელისუფლების მიერ სახელმწიფო...

დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია მარტვილში მიმდინარე არჩევნებში ხელისუფლების მიერ სახელმწიფო რესურსის გამოყენების შესახებ

Published on

 ამ დროისათვის ხმის მიცემის პროცესი ყველა საარჩევნო ოლქში, სადაც დღეს შუალედური საპარლამენტო და საკრებულოს არჩევნები ტარდებოდა, დასრულებულია. დახურულია ყველა საარჩევნო უბანი. არჩევნები ჩატარებულად გამოცხდდა. მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი და პირველადი შედეგები უახლოეს დროში გახდება ცნობილი.

დღის განმავლობაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ვრცელდებოდა დეტალური და წინააღმდეგობრივი ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა წყაროებს – ცესკოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, საარჩევნო შტაბების განცხადებებს ეყრდნობოდა.  მარტვილის საარჩევნო ოლქში მომხდარ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას  სააგენტო ,,თაიმერი", რომლის ინფორმაციას ვაქვეყნებთ უცვლელად.

როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი, მარტვილში დღეს მიმდინარე შუალედურ არჩევნებში ხელისუფლებამ სახელმწიფო რესურსი გამოიყენა, რაც იმაში გამოიხატება, რომ გამგებელები არიან მობილიზებულნი.  ამასთან მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფლის რწმებული, ოჯახის წევრებთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში, საარჩევნო უბნებზე იმყოფება და აგიტაციას ეწევა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის ადა მარშანიას განცხადებით, მარტვილში იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ავთანდილ ცქვიტარია.

ასევე, ოპოზიცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ აფხაზეთის ხელისუფლება არჩევნების შედეგების გასაყალბებლად ემზადება – დევნილები უბნებზე სხვადასხვა რაიონიდან ორგანიზებულად მიყავს.

„თაიმერისთვის“ ისიც გახდა ცნობილი, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ ყველა რაიონის გამგებელს დაავალა, მარტვილში ჩასულიყო და „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის ამომრჩევლის მხარდაჭერა უზრუნველეყო – მოსახლეობამ ქალაქში მოსეირნე რამდენიმე სოფლის და რაიონის გამგებელი დააფიქსირა. კითხვაზე, თუ რატომ იმყოფებოდნენ ისინი მარტვილში, გამგებლებმა აღნიშნეს, რომ ნათესავების სანახავად ჩავიდნენ.
გარდა ამისა, სამეგრელოს რაონების გამგებლების ის ნათესავები, ვინც მარტვილში ცხოვრობენ, საგანგებოდ გააფრთხილეს, აგიტაცია გაეწიათ.

„თაიმერს“ ადგილობრივებმა უთხრეს, რომ თბილისიდან მარტვილში ხალხი „იკარუსებით“ ჩაიყვანეს, ყველაფერ ამას კი, კოორდინაციას, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მხარის გუბერნატორი, ლევან შონია უწევს.

სიახლეები

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დარღვევისთვის დაჯარიმდებით და მართვის მოწმობის ქულა ჩამოგაკლდებათ

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება სპეციალური პორტატული მოწყობილობით განხორციელდება - ინფორმაციას ამის შესახებ...

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა. კერძოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლევან იოსელიანი...

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა.

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა. დაღუპულია 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი...

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...