მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროპარლამენტი ნატო-ს მოუწოდებს, უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად მიიწვიოს

ევროპარლამენტი ნატო-ს მოუწოდებს, უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად მიიწვიოს

Published on

ევროპარლამენტარები ნატო-ს მოუწოდებენ, უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად მიიწვიოს. ევროპარლამენტმა რეზოლუცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, შეტანილია პუნქტი, რომელიც NATO-ს მოუწოდებს, ომის დასრულების შემდეგ, დაიწყოს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პროცესი და განახორციელოს ის მოკლე დროში.

როგორც ევროპარლამენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, შესაბამის რეზოლუციას მხარი 425-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი გამოვიდა 38-მა, ხოლო 42-მა თავი შეიკავა.

ევროპარლამენტი იმედოვნებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები წელს დაიწყება.

ამასთან, რეზოლუციაში ევროდეპუტატები გმობენ კახოვკას ჰესის განადგურებას და აღნიშნავენ, რომ ეს ომის დანაშაულია და რომ ყველა, ვინც დამნაშავეა ომის დანაშაულებში, უნდა დაისაჯოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...