მთავარისიახლეებისაზოგადოება,,რომ გადახვალ, გააჩერე'' აღარ გამოვა - სამარშრუტო ტაქსების მიმართ სანქციები უადგილო გაჩერებისთვის...

,,რომ გადახვალ, გააჩერე” აღარ გამოვა – სამარშრუტო ტაქსების მიმართ სანქციები უადგილო გაჩერებისთვის მკაცრდება

Published on

სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც დადგენილ მოთხოვნებს არ დაემორჩილებიან და მოსაცდელების გარდა, 14 ქუჩის სხვა მონაკვეთზე გაჩერდებიან, დაჯარიმდებიან. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა თბილისის მერიაში, მერის მოადგილე, მაია ბითაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
 
„დღესაც არსებობს შესაბამისი რეგულაციები და ჯარიმები. თუმცა, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად არ გამოვიყენოთ ეს ჯარიმები. ამ შემთხვევაში საუბარია მიკროავტობუსების მგზავრების კომფორტზე. შეფერხება და დაჯარიმება საკმაოდ დიდ დისკომფორტს ქმნის როგორც მგზავრისთვის, ასევე საპატრულო პოლიციისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება უფრო კომფორტულია, ვიდრე რეპრესიული მექანიზმების გატარება“, – განაცხადა მაჭავარიანმა. 
 
მისივე თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, დასრულდება ის ქაოტური მდგომარეობა, რომელიც დღეს არის დედაქალაქში. 
 
„მომავალი წლის თებერვლიდან დამთავრდება საორგანიზაციო საკითხები, შეტანილი იქნება ცვლილებები ნორმატიულ დოკუმენტებში და დაიწყება პროექტის განხორციელება. დარწმუნებული ვართ, ამის შედეგს ახლო მომავალში დავინახავთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა. 
 
თავის მხრივ, თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განმარტა, რომ იქნება ორმაგი სამართლებრივი დაფარვა, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე სანებართვო პირობებით.
 
„იმ შემთხვევაში, თუ სამარშრუტო ტაქსები არ დაემორჩილებიან სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით უკვე განსაზღვრულ და მომავალში დამატებულ პირობებს, ამ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. სანებართვო პირობების დარღვევისთვის სანქცია არის 100 ლარი. ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის 200 ლარი იქნება. სანებართვო პირობების კონტროლი მერიის მხრიდან იმ 4 კომპანიის მიმართ, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული, კიდევ უფრო გამკაცრდება“, – განაცხადა ბითაძემ.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...