მთავარისიახლეებიმსოფლიოროცა გენერლის სიტყვას ელოდები და მის ნაცვლად HIMARS ალაპარაკდა - კურიოზი კრემენნასთან

როცა გენერლის სიტყვას ელოდები და მის ნაცვლად HIMARS ალაპარაკდა – კურიოზი კრემენნასთან

Published on

ლუგანსკის ოლქში, კრემენნასთან რუსეთის არმიის ერთ-ერთი დივიზიის ქვედანაყოფები – საბრძოლო ტექნიკასთან ერთად კონტრშეტევით ოპერაციაში ჩასართავად ემზადებოდნენ –

ორი საათის განმავლობაში გაშლილად, ჩამწკრივებულ კოლონებად ელოდებოდნენ მეთაურს, გენერალ სუხრაბ მამედოვს, რომელსაც მანამ სანამ ისინი შეტევით ოპერაციაზე გაიგზავნებოდნენ, ბრძოლისწინა, მოტივაციის ამამაღლებელი სიტყვით უნდა მიემართა სამხედროებისთვის.

ამასობაში კი პოზიციები დააფიქსირეს უკრაინულმა სადაზვერვო დრონებმა და ოკუპანტების განლაგების ზონაში გენერლის ნაცვლად, მთავარი სიტყვა M142 HIMARS-ებიდან გასროლილი GMLRS-ის ტიპის რაკეტებმა თქვეს…

რუსმა ოკუპანტებმა აღნიშნული საარტილერიო თავდასხმისას დაჭრილებისა და დაღუპულების სახით ასეულობით სამხედრო დაკარგეს, რაზეც თავად ოკუპანტები მიანიშნებენ პროპაგანდისტულ ტელეგრამ-არხებზე…

–

ეს და სხვა მსგავსი სიახლეები ოპერატიულად იკითხეთ ყოველდღიურად 80-100 გამომწერით მზარდ ჩვენს ტელეგრამ-არხზე

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...