მთავარისიახლეებისაზოგადოებაიენს სტოლტენბერგი ჯო ბაიდენს შეხვდა

იენს სტოლტენბერგი ჯო ბაიდენს შეხვდა

Published on

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინასა და მის შემდგომ მხარდაჭერას. ჯო ბაიდენის თქმით, პუტინმა შეცდომა დაუშვა, როცა გადაწყვიტა, რომ უკრაინაში შეჭრილიყო.

“შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები არასდროს ყოფილან ასეთი ერთიანები, როგორც ახლა. ჩვენ ვხედავთ საერთო ძალას ნატოს შიგნით მოდერნიზაციისა და უკრაინისთვის მხარდაჭერაში. ამის მაგალითია ალიანსში ფინეთის გაწევრიანება. პუტინმა შეცდომა დაუშვა, მას სურდა ფინეთიზაცია, მაგრამ გამოუვიდა პირიქით. ჩვენ გავაძლიერეთ ნატოს აღმოსავლეთის ფლანგი, რაც განაცხადია, რომ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს”, – თქვა ჯო ბაიდენმა.

როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, უკრაინელები კონტრშეტევებისას წინ მიიწევენ. მისივე თქმით, მომდევნო შეხვედრებზე NATO უკრაინის მხარდაჭერას გააძლიერებს.

“უკრაინა პროგრესს აღწევს კონტრშეტევაში და ნატოს ლიდერები შეხვედრისას შეთანხმდებიან გაზარდონ სამხედრო დახმარება კიევისთვის. მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ერთად ვუწევთ უკრაინას ახლა ცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე, რადგან კონტრშეტევა დაიწყო და უკრაინელები წინ მიიწევენ. ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინას მეტ დახმარებას გავუწევთ, როცა შევთანხმდებით, რომ შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი, რადგან ეს იქნება ტრაგედია არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ეს იქნება გზავნილი ავტორიტარი ლიდერებისთვის, რომ როცა ისინი გამოიყენებენ სამხედრო ძალას მიიღებენ იმას, რაც სურთ და ჩვენ გავხდებით უფრო დაუცველი, ამიტომ უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების ინტერესია”, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...