მთავარისიახლეებისაზოგადოებარომან გოცირიძე: როდესაც სასამართლო არის მოძალადე, ადამიანს სხვა გამოსავალი არ რჩება, თუ...

რომან გოცირიძე: როდესაც სასამართლო არის მოძალადე, ადამიანს სხვა გამოსავალი არ რჩება, თუ არა ფიზიკურად დაიცვას უფლებები.

Published on

 რომან გოცირიძემ ტელეკომპანია ,,ტაბულას'' გადაცემაში ,,თეორემა’’ რუსთავი 2–ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესისა და  ფარული აუდიოჩანაწერების  ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის კომენტირებისას განაცხადა:  ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რას ნიშნავს აი ასეთი, ძალიან ცნობილი, ქმედითი და ეფექტური ტელევიზიის მოხრჩობა. რუსთავი 2 იყო ძალიან დიდი დარტყმა ხელისუფლების იმიჯისათვის და ქვეყანაში ბიზნესგარემოსათვის. ეს იყო ძალიან სერიოზული დარტყმა… ყველგან ვიდექი,სადაც სინდისი მკარნახობდა. აუცილებლად დავდგები რუსთავი 2-თან, თუკი სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. როდესაც სასამართლო არის მოძალადე, ადამიანს სხვა გამოსავალი არ რჩება, თუ არა ფიზიკურად დაიცვას. დავდგები, კი ბატონო, შემოვა სპეცნაზი, მეც მომხვდება და ამას ექნება განცდა.

 მცირე თუ დიდი ბიზნესი, ისიც გულშემატკივრობს, რომ ქვეყანაში ობიექტური ინფორმაცია იყოს, რომელიც ბიზნესის მთავარი წყაროა, ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია გაცვლა, შეუძლებელია ნორმალური ფასების ჩამოყალიბება და შეუძლებელია საკუთარი უფლებების დაცვა და თუ შენ გექნება განცდა, რომ სასამართლო ხვალ ჩამოგართმევს ქონებას და თუ მან შეძლო ასეთი უზარმაზარი კომპანიის გაკოტრება, როგორიც რუსთავი 2-ია, რომელსაც მთელი მსოფლიო იცავს შიგნით თუ გარეთ, ნებისმიერს მოერევა ის. სახელმწიფოს მიმართ უნდობლობა არის ბიზნესის პირველი მტერი 

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...