მთავარისიახლეებიეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე, პრეზიდენტის ვეტოს განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე, პრეზიდენტის ვეტოს განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს

Published on

პარლამენტში “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატებს საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცნობს. დარბაზი თითქმის ცარიელია.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა უმრავლესობის ინიციატივით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის – პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის, ვეტო დაადო. 

პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის დროს, ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის მიერ, მოვალეობის შესრულების საკითხი ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვიტოს.

“ქართულ ოცნებაში” ზურაბიშვილის შენიშვნების გათვალისწინებას არ აპირებენ და ვეტოს დასაძლევად ემზადებიან. 

საქმე იმაშია, რომ ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოში არ წარადგენს ფინანსთა მოქმედ მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, რომელსაც “ოცნება” ლობირებდა და ბანკის პრეზიდენტად ამზადებდა. ამის პასუხად, მმართველი პარტია კანონს ისე ცვლის, რომ ახალ ვიცე- პრეზიდენტად საბჭოში მისთვის მისაღები პირი დააწინაუროს. 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...