მთავარისიახლეებიმოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სიტყვა არ მისცა - პოლიციელმა დღეს ჩვენება შეცვალა

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სიტყვა არ მისცა – პოლიციელმა დღეს ჩვენება შეცვალა

Published on

ლაზარე გრიგორიადისმა დღევანდელ პროცესზე სიტყვით გამოსვლა ითხოვა, თუმცა მოსამართლემ უფლება არ მისცა და მიზეზად ის დაასახელა, რომ ბრალდებულმა ეს სურვილი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გამოთქვა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ორი მოწმე, საქმის ექსპერტი და დიდუბე ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილე, გიორგი მაისურაძე დაიკითხეს.

ლაზარეს ადვოკატის თქმით, დღეს პოლიციელმა ჩვენება შეცვალა.

გიორგი მაისურაძემ თავდაპირველ ჩვენებაში დაწერა, რომ მას თავად არ დაუნახავს, როგორ დააზიანეს მისი მანქანა, დღეს კი საპირისპირო განაცხადა და თქვა, რომ დაინახა, როგორ წაუკიდეს მანქანას ცეცხლი.

თუმცა, ადვოკატის ცნობით, დაკითხულმა პოლიციელმა სავარაუდო დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირება ვერ შეძლო.

გრიგორიადისის ადვოკატის თქმითვე, ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, რით იყო პოლიციის მანქანა დამწვარი.

“ავტომობილი რომელიც წარდგენილი იქნა ექსპერტიზაზე, რით იქნა დამწვარი ფაქტიურად ვერ დაადასტურა, არ იყო იქ ნავთობის მინარევი, ამაზე გასცა პასუხი. მეორე მოწმე იყო დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე. თვითონ არ დაუნახია როგორ აზიანებდნენ მანქანას მაგრამ ახლა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ კი, თვითონ ხედავდა ამას და გასცა დაცვის მხარეს პასუხი გარკვეულ შეკითხვებზე. გავლენას იქონიებს ის, რომ მას იდენტიფიცირება არცერთი პირის არ შეუძლია,” – ამბობს ლიკა ბითაძე.

ადვოკატის ცნობითვე, სიტყვის უფლებას ლაზარე გრიგორიადისი მომდევნო სხდომაზე გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო პროცესი 27 ივნისს ჩაინიშნა. სავარაუდოდ, მომდევნო სხდომაზე ბრალდების მხარე წარმოადგენს კიდევ ერთი ექსპერტიზის დასკვნას, სახანძრო-ტექნიკურ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც, პროკურორის მტკიცებით, დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისის ტანსაცმელზე აღმოჩენილია ნავთობპროდუქტების კვალი

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...