მთავარისიახლეებისაზოგადოებარა მოხდა დღეს ბათუმში, გუშინ - ქუთაისში - უბედური...

რა მოხდა დღეს ბათუმში, გუშინ – ქუთაისში – უბედური შემთხვევა თუ სხვისი სიცოცხლისადმი დაუდევარი დამოკიდებულება ჯიბესქელი ადამიანების მხრიდან?

Published on

 ბათუმში სამშენებლო ობიექტზე  სიმაღლიდან ტექნიკის შესამოწმებლად მიწვეული ექსპერტი გადმოვარდა.
 
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი თავის ტრავმით რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. 
 
მომხდარზე გამოძიება სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
 
შეგახსენებთ, გუშინ დილით ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
კორპუსის მშენებლობის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი მუშის ოჯახი ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების არ არსებობაზე საუბრობს. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ობიექტს არ ჰქონდა დამცავი ბადეები, თავად დასაქმებულები კი ჩაფხუტების გარეშე მუშაობდნენ.
 
„უკვე მეექვსე ადამიანი გარდაიცვლა ამ ობიექტის მშენებლობაზე. ჩემი ძმა ამბობდა, რომ უსაფრთხოება არ იყო დაცული. არ გაბედონ და ჩემს ძმას არაფერი დააბრალონ. ჯერ არაფერს ვითხოვ, იმის გარდა, რომ აწი მაინც გაამკაცრონ უსაფრთხოების ნორმები. თუ მაინც მუშებს დააბრალებენ, მერე მივმართავ შესაბამის უწყებებს", – განაცხადა გარდაცვლილის ძმამ გოგა ფხაკაძემ.
 
ოჯახის ინფორმაციით, ობიექტზე ბაგირი გაწყდა და მუშები მეათე სართულიდან ჩამოვარდნენ. 27 დეკემბერს, მრავლსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელსაც კომპანია "იბერიის ვარსკვლავი" აშენებს, ორი მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...