მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 475-ე დღე: საჰაერო შეტევა უკრაინაზე, ZSU-ს წინსვლა, ოკუპანტთა პანიკა

ომის 475-ე დღე: საჰაერო შეტევა უკრაინაზე, ZSU-ს წინსვლა, ოკუპანტთა პანიკა

Published on

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინამ, დღე-ღამის განმავლობაში მტრის 26 შეტევა მოიგერია. 

სარაკეტო დარტყმების შედეგად, აფეთქებების ხმები ისმოდა კრივოი როგში, კიევში, ხარკოვსა და დნეპრში.

კრივოი როგში რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, არიან დაღუპულები. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებქვეშ მოყოლილ ადამიანებს. საჰაერო განგაშია ამდ როისთვის უკრაინის უმეტეს რეგიონებშიც. იტყობინებიან აფეთქების შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქში. დეტალები ზუსტდება.

ღამის განმავლობაში, ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების მისამართით 14 ფრთოსანი რაკეტა Х-101/555 გაუშვეს, აქედან უკრაინელმა მეზენიტეებმა 10 ჩამოაგდეს. ასევე, გაშვებული იყო 4 უსა “შაჰიდი”, საიდანაც ერთი უკრაინელებმა გაანადგურეს – გენშტაბი

ხარკოვის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის ოლქები ჰაერიდან შეტევის საფრთხის წინაშეა, ოკუპანტებმა ცაში ორი ТУ-95мс ააფრინეს, საფრთხე ამ დრომდე რეალურია – იტყობინება მიკოლაევის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაცია.

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...