მთავარისიახლეებისაზოგადოებაCPJ-ის საგანგებო საქმეთა დირექტორი ნიკა გვარამიას მოსანახულებლად არ შეუშვეს

CPJ-ის საგანგებო საქმეთა დირექტორი ნიკა გვარამიას მოსანახულებლად არ შეუშვეს

Published on

ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის (CPJ) საგანგებო საქმეთა დირექტორი ლუსი ვესკოტი რუსთავის ციხეში “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოსანახულებლად არ შეუშვეს.

ლუსი ვესკოტი რუსთავის ციხესთან ნიკა გვარამიას მეუღლესთან, სოფო ლილუაშვილთან და მის ადვოკატთან, თამთა მურადაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მან სოფო ლილუაშვილს გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ლუსი ვესკოტთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა კომიტეტის დირექტორის მოადგილე.

“ჩემთვის პატივია თქვენთან ერთად დგომა. მე მქვია ლუსი ვესკოტი და ვარ ჟურნალისტთ დაცვის კომიტეტის წარმომადგენელი. ჩემთან ერთად არის კერი პატერსონი, კომიტეტის დირექტორის მოადგილე. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი არის პრესის თავისუფლების საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის შტაბბინა მდებარეობს ნიუ-იორკში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟურნალისტებს მთელ მსოფლიოში, რათა მათ შეძლონ თავისუფლად გადასცენ ინფორმაცია და არ ეშინოდეთ შურისძიების.

ჩვენ აქ ჩამოვედით იმისთვის, რომ დავაკვირდეთ დაპატიმრებული ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას საქმეს, რომლის გამოც შეშფოთებულები ვართ. ჩვენ ვდგავართ იმ ციხის წინ, სადაც ნიკა იხდის 3.5 წლიან სასჯელს. ნიკა არის ერთადერთი დაპატიმრებული ჟურნალისტი საქართველოში და პირველი ქართველი დაპატიმრებული ჟურნალისტი, რომელიც ჩვენი კომიტეტის სიაში მოხვდა, რომელსაც ვადგენთ 1992 წლიდან დაწყებული.

ჩვენ მოვითხოვთ ნიკას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ბრალდებები პოლიტიკური შურისძიებაა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ემუქრებიან ჟურნალისტებს დაპატიმრებით, რათა ისინი გააჩუმონ. ნიკას შემთხვევაში არ არსებობს მის მიმართ წაყენებული ბრალდებების კანონიერი პრეცედენტი და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არ არსებობდა კანონიერი საფუძველი ნიკას დაპატიმრებისთვის. ნიკას საქმეს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა და ის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებმა დაგმეს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. საქართველოში ამერიკის საელჩომ გასულ თვეს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ ნიკას საქმე იწვევს ეჭვს, რომ საქართველო არ არის ერთგული კანონის უზენაესობის პრინციპისა, ევროპარლამენტმა კი მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნიკას მიმართ წაყენებულ ბრალდებებს საეჭვო უწოდა”, – განაცხადა ლუსი ვესკოტმა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...