მთავარისიახლეებისაზოგადოებადაბინძურება სწრაფად ხვდება მიწისქვეშა წყლებში, იწამლება შავი ზღვის აუზი - ზელენსკი

დაბინძურება სწრაფად ხვდება მიწისქვეშა წყლებში, იწამლება შავი ზღვის აუზი – ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც კახოვკის ჰესის განადგურებითაა გამოწვეული, გლობალურ პრობლემად იქცა და შავი ზღვა, სადაც წყალმა ნარჩენები ჩაიტანა შესაძლოა, ინფექციის წყარო გახდეს.

როგორც ზელენსკი ამბობს, წყალმა ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაძლოა ცხოველების სამარხებიდან ჯილეხი წალეკა.

“წყალდიდობამ, კანალიზაცია, ნავთობ ქიმიკატები და შესაძლოა ცხოველების სამარხებიდან ჯილეხიც წალეკა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის სულ მცირე 2 სამარხი, საიდანაც შეიძლება ჯილეხის წალეკვა მოხდეს. სულ 2 მლნ ცოცხალი არსება იმყოფება საფრთხის წინაშე. დაბინძურებული წყლის გავრცელებასთან ერთად გაიზრდება გარემოს დაზიანების მაჩვენებელიც. წყალდიდობის ზონიდან, მოწამლული და დაბინძურებული წყალი მალევე ვრცელდება მიწისქვეშა წყლებში, იწამლება მდინარეები და შემდეგ შავი ზღვის აუზი. შესაბამისად, ეს არ ხდება სადმე სხვაგან, ეს პრობლემები მასშტაბურია და მთელს მსოფლიოს უკავშირდება” – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს რუსებებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, წყალმა დასახლებების დატბორვა დაიწყო, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. წყლის დაღვრა საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასაც.

სიახლეები

კაია კალასი: ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს

"ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს"- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო...

სეს-ი: მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა

მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი ევროპარლამენტის შენობაზე

ბელგია, ბრიუსელი - სახაროვის პრემიის წლევანდელი ლაურეატების, მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი...

ზვიად ცეცხლაძის ოჯახი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

როგორც ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა, ისინი აპირებენ შეიტანონ...