მთავარისიახლეებისაზოგადოებასაია შუალედური არჩევნების პროცესს ცსკოსგან განსხვავებულად აფასებს

საია შუალედური არჩევნების პროცესს ცსკოსგან განსხვავებულად აფასებს

Published on

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შუალედური არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, საგარეჯოს #42 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატისა და პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარი კანდიდატის მომხრეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საია-ს დამკვირვებელთა ცნობით, ინციდენტში დაახლოებით 7 ადამიანი მონაწილეობდა.

"დღის განმავლობაში ასევე, სავარაუდოდ, ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ადგილი ჰქონდა საგარეჯოს #20-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზეც, რის გამოც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წესრიგის დაცვისა და მოსალოდნელი პროვოკაციებისგან თავის არიდების მიზნით პოლიცია გამოიძახა.

მართალია, ორივე შემთხვევაში სავარაუდო ძალადობის ფაქტი არა საარჩევნო უბანში, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა, მსგავსი ფაქტები ქმნის დაძაბულობას და ხელს უშლის საარჩევნო პროცესების მშვიდ ვითარებაში წარმართვას", – ნათქვამია განცხადებაში.

საია მოუწოდებს საარჩევნო პროცესებში მონაწილე პირებს, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობისგან, დაიცვან კანონი და მოთმინებით დაელოდონ როგორც კენჭისყრის პროცესის დასრულებას, ასევე საარჩევნო უბნებზე შედეგების შეჯამებას.

საია მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, მყისიერად აღკვეთონ ძალადობის ნებისმიერი ფაქტი და უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში წარმართვა.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...