მთავარისიახლეებისამართალიპანკისში დაჭრილი და დაკავებული ახალგაზრდების ოჯახები მთავრობას მათ წინააღმდეგ უსამართლოდ...

პანკისში დაჭრილი და დაკავებული ახალგაზრდების ოჯახები მთავრობას მათ წინააღმდეგ უსამართლოდ განხორციელებულ ქმედებაში ადანაშაულებენ

Published on

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი  მთავრობას მათ წინააღმდეგ უსამართლოდ განხორციელებულ ქმედებაში ადანაშაულებს.
მათი თქმით,  ისინი სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა პირველ სართულზე გამოამწყვდიეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, თან ტელეფონებიც ჩამოართვეს,  თემირლან მაჩალიკაშვილი კი ამ დროს მეორე სართულზე, საძინებელში იმყოფებოდა.
 
 "მძინარეს ესროლეს. ეგ ჩატაევი საერთოდ არ მაინტერესებს" –  აცხადებს  დაჭრილი ახალგაზრდის ბებია
მაჩალიკაშვილები კატეგორიულად უარყოფენ, რომ ახმედ ჩატაევთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირს. მათი თქმით, ის სტუდენტია და თბილისში სწავალობს. ისინი ასევე კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათი სახლიდან ამოღებულია იარაღი, მათი განმარტებით, მათ ოჯახში არანაირი იარაღი არ იყო. 
 
შს სამინისტროს განცხადებით კი თემირლან მაჩალიკაშვილი „დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისათვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულის აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა და მოხდა ს მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო დაზიანება, იგი ამჟამად ჰოსპიტალიზირებულია,“ 
 
სპეცოპერაციასთან დაკავშირებვიტ პრეტენზიები აქვს სოფელ ომალოში დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილის ოჯახსაც, რომელიც კატეგორიულად უარყოფს ჩხრეკის დროს იარაღის ამოღებას.
"დაახლოებით 04:00 საათი იქნებოდა, კარის გაღებაც არ აცალეს ჩემს ბიჭს, ისე შემოვარდნენ. გაჩხრიკეს ყველაფერი, იარაღი ვერ ნახეს, ან სად უნდა ენახათ, ჩემი შვილს რად უნდა იარაღი, შრომობს, სოციალურად დაუცველია. ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი ყავს. ხელიც მოვაწერეთ, რომ არავითარი იარაღი არ ყოფილა, მხოლოდ საძილე ტომარა, ტელეფონი, ბავშვის ლეპტოპი და რაღაც დისკდები წაიღეს. რა უნდათ, არაფერი ვიცით", – აცხადებენ დაკავებულის დედა გ ასმათ მუთოშვილი.
 

როგორც ცნობილია, დღეს პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია ოთხი პირი, მათ შორის თემირლან მაცალიკაშვილი  ოფელ დუისში აიყვანეს, ბადო ჩოფანაშვილი ომალოში, ხოლო დუისის მცხოვრები ხიზირ მარგოშვილის აყვანა თბილისში მოხდა. დაკავებულია ასევე დუისელი რუსლან ალხანაშვილი. 
 
მიმდინარე სპეცოპერაცია შსს განცხადებით თბილისში ერთი თვის წინ გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება.

 
 

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...