მთავარისიახლეებიკულტურაპოეტის და ლექსიკოგრაფის, ალიო ქობალიას 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა ზუგდიდში.

პოეტის და ლექსიკოგრაფის, ალიო ქობალიას 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა ზუგდიდში.

Published on

პოეტის და ლექსიკოგრაფის, ალიო ქობალიას 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა ზუგდიდში. ღონისძიება ორგანიზაცია "სამეგრელოს" ინიციატივით ჩატარდა. საღამოს მწერლები, პოეტები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და პოეტის ახლო მეგობრები ესწრებოდნენ, რომლებამ გაიხსენეს ბატონი ალიო და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს.
 
ალიო ქობალია (1927 – 2006 წ. წ.) დაიბადა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ნაფიჩხუში, ლექობალეს უბანში.დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1952 – 1992 წ.წ. ცხოვრობდა და მუშაობდა აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონული გაზეთის რედაქციაში. არის ავტორი სოხუმში გამოცემული პოეტური კრებულებისა ,,თეთრი ბილიკი’’, ,,ნისლი ჭალაში’’, ,,ველის ყვავილი’’, ,,წყნარი თოვლი’’, ,,ნაღვლიანი დღე’’, ,,შენი სახელი’’, ,,ცისფერი კვამლი” და სხვ. 
 
2010 წელს გამმცემლობა ,,არტანუჯმა’’ გამოსცა ალიო ქობალიას ,,მეგრული ლექსიკონი” , რომელშიც შესულია 97 ათასი ლექსიკური ერთეული და სიტყვა – სტატია ( ეს არის შემოკლებული ვერსია ლექსიკონისა, რომლის შევსებას იგი სხვა თავისივე ლექსიკონებიდან გეგმავდა). 
 
ნაშრომი ძირითადად ეფუძნება აფხაზეთში (შუასოფელსა და სამურზაყანოში) და სამეგრელოში (ოდიშსა და ლაკადაში) მოძიებულ საველე მასალებს, აგრეთვე მეგრულ ფოლკლორსა და ეთნოგრაფიულ მასალებში დაფიქსირებულ, ენათმეცნიერთა მიერ დამოწმებულ და გაანალიზებულ კოლხიზმებს, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებს. მასში ცალკე ერთეულებად, სიტყვა-სტატიების სახითაა შეტანილი მეგრული ლექსიკისათვის დამახასიათებელი იდიომები და  სხვა ორ და მეტ სიტყვიანი მყარი გამოთქმებიც, იმ მთხრობელთაგან ჩაწერილი და ეთნოგრაფიულ ყოფაში შემორჩენილი ცნებები, რომელთა ნაწილი  აქამდე არ დაფიქსირებულა, რაც ზრდის მის მნიშვნელობას ქართველური ენებისა და საქართველოს ეთნოგრაფიის შესწავლით დაინტერესებული მკითხველისათვის.
 
მას დარჩა გამოუქვეყნებელი ეთნოგრაფიული ნაშრომები, ისტორიოგრაფიული, მითოლოგიური, კოსმოგონიური ძიებანი, ტოპონიმური, ონომასტიკური, ეტიმოლოგიური , ფრაზეოლოგიური ლექსიკონები, მეგრული და ქართული ლექსები და პოემები, პროზაული ნაწარმოებები. 
 
ალიო ქობალია გარდაიცვალა 2006 აპრილს, ზუგდიდში, სადაც ცხოვრობდა 1993 წლიდან, აფხაზეთიდან დევნილობის შემდეგ. დაკრძალულია მანცხვარკარის სასაფლაოზე.
 

სიახლეები

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...

იოსელიანი-საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით შესაძლოა საკონსტიტუციოს მივმართოთ

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთანების შესახებ...

სააპელაციომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა

ზვიად რატიანის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე...

ოცნების, ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არაღიარება სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც გრანტების კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების...