მთავარისიახლეებიმსოფლიოპრიგოჟინი რუსულ მედიას ფრონტზე არსებული მდგომარეობის დამალვაში სდებს ბრალს

პრიგოჟინი რუსულ მედიას ფრონტზე არსებული მდგომარეობის დამალვაში სდებს ბრალს

Published on

“ვაგნერის” შეფი ევგენი პრიგოჟინი აქებს უკრაინის არმიას და ადანაშაულებს რუსულ მედიას ფრონტზე მოსახლეობისთვის რეალურად მძიმე მდგომარეობის დამალვაში:

„ სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. მოწინააღმდეგე ძალიან კარგაა მომზადებული, მას ყველა მხრიდან ეხმარებიან. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ვებრძვით არა პოსტსაბჭოთა პერიოდის უკრაინელებს, რომლებსაც ეშინოდათ ჩვენი და კანკალებდნენ… რუსულმა მედიამ ინფორმაციის დამალვით ჩათვალა, რომ ეს ჩვენ დაგვეხმარებოდა მტრის დამარცხებაში“.

„ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ- თუ რინგზე გადიხარ და გეუბნებიან, რომ ოპონენტი სუსტია და შემდეგ შენ პროფესიონალი მოკრივე გხვდება, შენ რინგს მოტეხილი ყბით დატოვებ. ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ქვეყანამ არ დატოვოს რინგი- ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ინფორმირებულნი იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება. თუ ვინმე შეცდება, მან უნდა გაიგოს, რომ ამისთვის სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება”, – ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ რუსულ ბეჭდვით მედიასაშუალებებს ბეჭდვითი სიტყვისა და პრესის კომიტეტმა პრიგოჟინისა და “ვაგნერის” ხსენება 25 მაისის შემდეგ აუკრძალა. 

ბახმუტის ფლანგებზე უკრაინელთა წინსვლაა – სად რა ხდება უკრაინაში

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...