მთავარისიახლეებიმსოფლიობახმუტის ფლანგებზე უკრაინელთა წინსვლაა - სად რა ხდება უკრაინაში

ბახმუტის ფლანგებზე უკრაინელთა წინსვლაა – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

„რუსეთის რეგულარული ჯარების მებრძოელბი ქალაქ ბახმუტში პოზიციებს იკავებენ და შეტევას არც ცდილობენ”, – წერენ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები.

ბახმუტის ფლანგებზე უკრაინელ მებრძოლთა მცირე წინსვლები ფიქსირდება- წარმატებით უტევენ კლეშეევკას, ოზარიანივკას, იაგოდნოესა და ბერხივკას დასახლებებს.

დონბასში უკრაინელთა M142 Himars-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები საბრძოლო პოზიციებზე დგანან და ოკუპანტების მიმართულებით GMLRS-ის 15-92 კმ-ზე მფრენ GPS-ით მართვად რაკეტებს ( M-30/M-31) ისვრიან, ხოლო უკრაინელთა M270 MLRS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ოკუპანტების მიმართულებით GMLRS-ის ტიპის GPS-ით მართვად რაკეტებს ისვრის.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, იურევკას უბანში, რუსული სამხედრო ბაზის შენობაზე მიტანილი უკრაინული სარაკეტო იერიშის შედეგად 100-მდე ოკუპანტი სამხედრო დაიღუპა. 

აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი: რა სახის შეიარაღებას მიიღებს უკრაინა

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...