აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი: რა სახის შეიარაღებას მიიღებს უკრაინა

0
152

აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 300 მლნ. დოლარიანი პაკეტი დაამტკიცა. ამ პაკეტის მიხედვით, უკრაინა მიიღებს:

Patriot სისტემის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის ახალ საბრძოლო მასალებს, ასევე AIM-7 რაკეტებს ჰსთ სხვა სისტემებისთვის. 

Avenger სისტემის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, Stinger-ის საზენიტო კომპლექსებს, დამატებით საბრძოლო მასალებს HIMARS სისტემებისთვის, 

155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, ასევე 105 მმ-იან, ტანკებისთვის განკუთვნილ ჭურვებს,

Zuni-ს საავიაციო რაკეტებს, ასევე უპილოტო საავაიაციო სისტემების საბრძოლო მასალებს, 

ტანკსაწინააღმდეგო, AT-4 ტიპის სისტემებს, 

30 მილიონზე მეტ საბრძოლო ვაზნას იარაღისთვის. 

შეგახსენებთ, დღეს თეთრმა სახლმა ოფიციალურად განაცხადა: 

“ უკრაინა ზაფხულში აპირებს კონტრშეტევაზე გადასვლას, აშშ კონტაქტზეა ოპერაციის დაგეგმვიდან და ამზადებს სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტებს“. 

წინა სტატია“თავისუფლება ნიკას”, “თავისუფლება მიშას” – ევროპარლამენტარები ზურაბიშვილს ხვდებიან
შემდეგი სტატიაბახმუტის ფლანგებზე უკრაინელთა წინსვლაა – სად რა ხდება უკრაინაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური