მთავარისიახლეებიპოლიტიკა”ნაციონალური მოძრაობა“ შს სამინისტროს მოუწოდებს, მესტიაში მათი პარტიის წევრის მკვლელობის ფაქტი დროულად...

”ნაციონალური მოძრაობა“ შს სამინისტროს მოუწოდებს, მესტიაში მათი პარტიის წევრის მკვლელობის ფაქტი დროულად გამოიძიოს

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ენმ-ის მესტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარისა და საკრებულოს დეპუტატ ლომარ ნიგურიანის გარდაცვალების გამო – ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, – ამის შესახებ ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
„ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.
„დღისით, მზისით ჩვენი პარტიის წარმომადგენელი საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილეს. ჩვენ დაველოდებით დეტალების გარკვევას, თუმცა მთავარი მიზეზი, რის გამოც მსგავსი ფაქტები ხდება ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობაა – წახალისებული კრიმინალი. ესაა იმ პოლიტიკური ნების გამოხატულება, რასაც დღევანდელი ხელისუფლებას ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, ნაცვლად იმისა, რომ ამ მდგომარეობას ებრძოდეს, კომუნისტური რეიდებითაა წარმოდგენილი“, – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...