მთავარისიახლეებიმსოფლიოროგორი იყო ომის 450-ე დღე - სად რა ხდებოდა უკრაინაში

როგორი იყო ომის 450-ე დღე – სად რა ხდებოდა უკრაინაში

Published on

დღის დასაწყისში კიევი ყველაზე მასირებული საჰაერო შეტევის სამიზნე გახდა 54 უპილოტო საფრენი აპარატიდან ჰსთ სისტემებმა 52 ჩამოაგდეს, ცაში აჭრილი იყო უკრაინის სამხედრო ავიაცია, ნამსხვრევებით დაჭრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი – დაიჭრა.

კრასნოდარის მხარეში იერიში იყო მიტანილი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, უპილოტო საფრენი აპარატებით, იმუშავა ჰსთ სისტემებმა, ქარხანა გადარჩა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადაში კანონპროექტი შეიტანა, დამტკიცების შემთხვევაში ირანს სანქციები დაუწესდება 50 წლის ვადით.

დნეპრის კლინიკაზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.

რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ზედიზედ მესამედ, თურქეთის პრეზიდენტის არჩევნებში გაიმარჯვა – მეორე ტურში მან ხმების 52,14% დააგროვა. მას გამარჯვება უკვე მიულოცეს მსოფლიო ლიდერებმა, მათ შორის, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

ჯო ბაიდენმა გამოაცხადა სახელმწიფო ვალების შესახებ შეთანხმების მიღწევაზე, რითაც აშშ-მა მოსალოდნელი დეფოლტი თავიდან აიცილა.

ТУ-95мс 9 ბორტი პოტენციური დაბომბვის ზონაშია შესული – უკრაინისთვის ეს ღამე და ომის 451-ე დღე, შესაძლოა, ძალიან სახიფათო და უძილო აღმოჩნდეს.

უკრაინულმა ავიაციამ ( SU-24-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენებით) ფრონტის ხაზიდან 100-110 კმ-ში STORM SHADOW-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტებით იერიში მიიტანეს 10-ზე მეტი იერიში განახორციელეს რუსების სამხედრო ბაზებზე ოკუპირებულ მარიუპოლში, ბერდიანსკში, დასახლება უზრუფში, იურივკაში, ნოვოპეტრივკასა და ვოლნოვახაში.

„ბახმუტის მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 450 მეტრით წინ წაიწიეს და რუსებს უკან დაახევინეს“ – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერი, სერგეი ჩერევატი.

უკრაინის ტერიტორიის 174.000 km², ანუ, თითქმის სამი საქართველოს ხელა ტერიტორია (საქართველოს ფართობი 69 700 km²-ია) საზღვაო აკვატორიის ჩათვლით, ფეთქებადსაშიშ ტერიტორიად (ნაღმების საშიშროება) ითვლება რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

სანქტ-პეტერბურგთან ახლოს ერთ-ერთი უდიდესი საწყობი დაიწვა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექს რეზნიკოვის თქმით, ბრიტანეთის მიერ მიწოდებულმა საავიაციო ბაზირების ფრთოსანმა რაკეტა STORM SHADOW-მ ( მოქმედების მანძილი 250-290კმ) გაშვებული რაოდენობიდან, აბსოლუტურად ყველამ მიაღწია მიზანს.

ტერორისტი იგორ გირკინი ( სტრელკოვი) აცხადებს, რომ წლის ბოლომდე რუსეთში, შესაძლოა, სახელმწიფო გადატრიალება დაიწყოს და სამოქალაქო ომი გაჩაღდეს.

ბელგოროდის ოლქის ქალაქი შებეკინო რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის ვებგვერდზე იბლოკება, რადგან ამ ქალაქის მცხოვრებლებს, პრეტენზიები აქვთ რუსეთის ხელისუფლებასთან, ეს პრეტენზიები კი “სვობოდა როსიისა” და “რუსეთის მოხალისეთა კორპუსის” მეომრების მხრიდან შეტევებს უკავშირდება.

უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ლევან ფიფიამ უკრაინის სახალხო გმირის წოდება მიიღო.

სიახლეები

დღეს, 15 საათზე “იფიცება საქართველო”

დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. პროტესტის მიზანი...

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს – ჯო უილსონი

უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები! - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო...

საია პროკურატურას მოუწოდებს, დროულად განახორციელოს ქორიძეზე და გახარიაზე თავდამსხმელთა დევნა

საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ეფექტიანი საპროცესო ზედამხედველობის ფარგლებში, დროულად განახორციელოს გიორგი გახარიას და ზვიად...

პარტია “საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს

ჯგუფური თავდასხმა გიორგი გახარიაზე - "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს. გახარიას პარტია ითხოვს დაუყონებლივ და საფუძვლიან გამოძიებას...