მთავარისიახლეებიქართველ ხალხს ისტორიულ არჩევანს ვერავინ შეაცვლევინებს, მაგრამ აუცილებლად შეიცვლება უსამართლოდ დევნილი ხალხის...

ქართველ ხალხს ისტორიულ არჩევანს ვერავინ შეაცვლევინებს, მაგრამ აუცილებლად შეიცვლება უსამართლოდ დევნილი ხალხის ბედი | არახამია

Published on

უკრაინის რადას უმრავლესობის ლიდერი, დავით არახამია ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და წერს, რომ “ქართველ ხალხს ისტორიულ არჩევანს ვერავინ შეაცვლევინებს, მაგრამ აუცილებლად შეიცვლება უსამართლოდ დევნილი ხალხის ბედი”.

“დამოუკიდებლობის დღე დიადი ეროვნული დღესასწაულია. ყოველი წლის ეს დღე შეხსენებაა თავისუფალი არჩევანის განუხრელობისა, მისი განმტკიცებისა და დაცვისა. არ არსებობს გარანტირებული თავისუფლება, არსებობს ურყევი ნება განამტკიცო სახელმწიფოებრივი შეგნება, უერთგულო ისტორიული ამოცანის იდეალებს.

სწორედ, ამ გზაზე დგას საქართველო, რომელმაც 2008 წელს შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა და ევროპული არჩევანის ერთგული დარჩა.

დაუშვებელია კომპრომისი დიდი მიზნის დამცრობის ხარჯზე. დასანანია, რომ ევროპული არჩევანის სიმბოლური გამოხატულება არ ბრწყინავს საზეიმო დღეს. ქვეყნისთვის ყველაზე სანუკვარ დღესასწაულზე ბუნდოვანი რჩება მომავლის გეზი. თანდათან ფერმკრთალდება დიდი მიზნისთვის თავგანწირული ბრძოლით მოპოვებული მკვეთრი კონტურები. ქართველ ხალხს ისტორიულ არჩევანს ვერავინ შეაცვლევინებს, მაგრამ აუცილებლად შეიცვლება უსამართლოდ დევნილი ხალხის ბედი. თავისუფლების მტერი რუსეთი დამარცხდება თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხების გაუტეხელი სულისკვეთების წინაშე.

საქართველო და უკრაინა გათავისუფლდება ოკუპაციის მტანჯველი ბოროტებისგან.

საქართველო, წინ ევროპისკენ! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს” – წერს დავით არახამია

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...