მთავარისიახლეებითუ ვინმეს აქვს საუბარი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, სავაჭრო ურთიერთობების ჩაკეტვაზე, ჩვენ ამას...

თუ ვინმეს აქვს საუბარი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, სავაჭრო ურთიერთობების ჩაკეტვაზე, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ – კობახიძე სტოლტენბერგზე

Published on

არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ არც ვიძლევით სანქციების გვერდის ავლის საშუალებას – ასე პასუხობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას, სადაც იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსი იმედოვნებს, რომ არაწევრი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დაიცავენ და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას არ გაუადვილებენ:

“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით – არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ არც ვიძლევით სანქციების გვერდის ავლის საშუალებას. თუ ვინმეს აქვს საუბარი სანქციების დაწესებაზე, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების მთლიანად ჩაკეტვაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ” აცხადებს კობახიძე.

“ოცნების” თავმჯდომარე ღარიბაშვილის სიტყვებს იშველიებს, რომ ევროკავშირი 4 დღეში ვაჭრობს რუსეთთან იმას, რასაც საქართველო 1 წელში – “ყველა მოქმედებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად და ჩვენც ვმოქმედებთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად” აცხადებს კობახიძე.

ველით, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას და ორგანიზებას არ გაუადვილებენ” – ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბრიუსელში, “გერმანიის მარშალის ფონდის” მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს გააკეთა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლისაც ნატოს სწამს.

სიახლეები

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...