მთავარისიახლეებინიკა გვარამიას პატიმრობა, ძალადობა ჟურნალისტებზე - Freedom House-ის ანგარიშით, საქართველოში მედიის...

ნიკა გვარამიას პატიმრობა, ძალადობა ჟურნალისტებზე – Freedom House-ის ანგარიშით, საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის რეიტინგი შემცირდა

Published on

Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი 3.50-დან 3.25-მდე შემცირდა.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, რეიტინგი შემცირდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების მრავალწლიანი ტენდენციის გამო.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კრიტიკული ტელეკომპანიის დირექტორის დაკავებამ და მზარდი პოლარიზებული და პოლიტიზებულმა მედიაგარემომ შეარყია ქვეყანაში მედიადამოუკიდებლობა.

მედიის ნაწილში Freedom House-ის ანგარიშში მოხვდა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმე. ორგანიზაცია წერს, რომ აღნიშნული აღიქმება, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკული ხმის ჩახშობის კიდევ ერთ მცდელობად.

“2022 წლის ივნისის რეზოლუციაში ევროპარლამენტმა გვარამიას განაჩენი დაგმო. რეზოლუციაში ბრალდებები ფულის გათეთრების ქრთამის აღებისა და დოკუმენტების გაყალბების შესახებ,”საეჭვოდ” ხასიათდება. საქმე განიხილებოდა, როგორ ხელისუფლებისადმი კრიტიკული ხმის ჩახშობის კიდევ ერთ მცდელობად”, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

მედიის კონტექსტში Freedom House-ის ანგარიშში საუბარი შეეხო ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობასაც. საუბარი იყო 2021 წლის 5 ივლისზე. ორგანიზაცია წერს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმები 2021 წლის ივლისში მომხდარი ულტრამემარჯვენეების ძალადობრივი დემონსტრაციების შემდეგ გაიზარდა. Freedom Houses-ის ანგარიშში მოხვდა ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეც.

მედიის შევიწროების ნაწილში ორგანიზაცია ასევე იხსენებს ხელისუფლების მოთხოვნას, კამპანია “შინ ევროპისკენ” კლიპის ეთერში განთავსება სამართალდამრღვევად გამოცხადებულიყო სამი კრიტიკული მაუწყებლის მიმართ.

ორგანიზაცია მედიაგარემოს გაუარესების ნაწილად აფასებს მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტების დასწრების შეზღუდვასაც.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...