მთავარისიახლეები"დავიცვათ ევროპული არჩევანი და ადამიანის თავისუფლება" - "დროა" 27 მაისს, ნიკა გვარამიას...

“დავიცვათ ევროპული არჩევანი და ადამიანის თავისუფლება” – “დროა” 27 მაისს, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით, აქციას უერთდება

Published on

“დროა” 27 მაისს, 18:00 საათზე ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციას უერთდება.

ელენე ხოშტარიას თქმით, ნიკა გვარამიას დაკავება საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟის ნაწილია, რომელიც გასულ წელს “ქართულმა ოცნებამ” ნიკა გვარამიას დაკავებით დაიწყო, ახლა კი პრეზიდენტი მისი არშეწყალებით აგრძელებს.

ხოშტარიამ მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

“ფრენების აღდგენის ფონზე, ჩვენ მივიღეთ საჯარო ინფორმაცია, რომ ფრენების აღდგენის სპეცოპერაციის ნაწილი იყო, რუსეთიდან დაყენებული წინაპირობა პროდასავლური მედიის გაჩუმებისა და დევნის და სწორედ, მათ შორის რუსეთის დავალებით, რუსულმა ოცნებამ ნიკა გვარამია გამოკეტა საპატიმროში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით და ვუერთდებით ნიკა გვარამიას თავისუფლების ორგანიზაციის მიერ დაანონსებულ აქციას 27-ში 18:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენ გვისმენს და გვენდობა მინდა მივმართო, დავიცვათ ჩვენი ევროპული არჩევანი და ადამიანის თავისუფლება”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, 27 მაისს აქციის ორგანიზატორი ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობაა. აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ზურაბიშვილის ევროპარლამენტში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართება.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...