მთავარისიახლეებიპოლიციის ამოცანა არის არა ქართველების დაცვა, არამედ ადამიანების დაცვა - პაპუაშვილი ყვარელში...

პოლიციის ამოცანა არის არა ქართველების დაცვა, არამედ ადამიანების დაცვა – პაპუაშვილი ყვარელში აქციაზე

Published on

“პოლიციის ამოცანა არის არა ქართველების დაცვა, არამედ ადამიანების დაცვა… ყველა უნდა დაიცვას დანაშაულისგან.

თუკი ვინმე ფიქრობს, რომ პოლიციის ვალდებულება არის ეთნიკური ნიშნით ადამიანების დაცვა, ან ეთნიკური ნიშნით ადამიანის არ დაცვა, თუკი ვინმე ამას ფიქრობს, ეს ადამიანი არის ქსენოფობი. პოლიციის ამოცანაა დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, სიცოცხლე, ასე შემდეგ, ჩვენ რაც ვიხილეთ, პირდაპირ ეთერში ვხედავდით აგრესიულ ჯგუფს ნაციონალური მოძრაობისა, რადიკალური ოპოზიციის ჯგუფს, რომელიც მივარდნილი იყო აურზაურის მოსაწყობად, არავინ არ იცის რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, ვინ დაზიანდებოდა, ვის რა მოუვიდოდა, პოლიცია, რა თქმა უნდა, ვალდებული იყო დაეშორიშორებინა, არ დაეშვა ის, რომ საფრთხე შეჰქმნოდა სხვა ადამიანს. […] ეს არის ბიძგი ქსენოფობიისკენ, ეთნიკური ნიშნით გავმიჯნოთ ვინ დაიცვას და ვინ არ დაიცვას”.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ყვარელში გამართულ აქციაზე სადაც სერგეი ლავროვის ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილს აპროტესტებდნენ.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...