მთავარისიახლეებიმსოფლიოსად რა ხდება უკრაინის ფრონტებზე - ბოლო ცნობები გენშტაბისგან

სად რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ბოლო ცნობები გენშტაბისგან

Published on

რუკაზე მითითებულ მონაკვეთებზე, დღე-ღამის განმავლობაში 25 საბრძოლო შეტაკება მოხდა, შეტაკებათა ეპიცენტრში კი ისევ ბახმუტი და მარინკა რჩება.

ამავე დროს, რუსი პროპაგანდისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბახმუტის სრულად აღების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება: ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს უკრაინელები აკონტროლებენ, მეტიც: უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბახმუტიდან მტრის შენაერთების გამოდევნის პროცესი გრძელდება და ამ კუთხით უკრაინულმა სამხედრო შენაერთებმა 200-400 მეტრით წინ წაიწიეს.

დღე-ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ 21 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, მათ შორის ქალაქებზე დნეპრი, ზაპოროჟიე და ხარკოვის ოლქის დასახლებებზე. ამას გარდა, ოკუპანტებმა მიიტანეს 42 საჰაერო იერიში და 50-ჯერ გაისროლეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან.

მტერი აგრძელებს მთავარი ძალების თავმოყრას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით. უკრაინის სამხედრო ავიაციამ, დღე-ღამის განმავლობაში, რვაჯერ დაარტყა მტრის პირადი შემადგენლობისა და შეიარაღების კონცენტრაციის ადგილებს, ორჯერ კი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ბაზირების წერტილებს.

უკრაინის მცველებმა დღე-ღამის განმავლობაში რუსული დამრტყმელი ვერტმფრენი Ми-24, ერთი სუ-35, 4 – ფრთოსანი რაკეტა და 20 ირანული კამიკაძე-დრონი “შაჰიდი”ჩამოაგდეს.

უკრაინის სარაკეტო ძალებმა მტრის შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის კონცენტრირების სამი რაიონი, სამი საბრძოლო მასალების საწყობი, 11 საარტილერიო და რადიოლოკაციური წერტი გაანადგურეს.

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...