მთავარისიახლეებიმსოფლიოშეტევა ბელგოროდის ოლქზე - უკრაინულმა დაჯგუფებებმა რუსეთის საზღვარი გადალახეს

შეტევა ბელგოროდის ოლქზე – უკრაინულმა დაჯგუფებებმა რუსეთის საზღვარი გადალახეს

Published on

“ბელგოროდის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფი შევიდა”, – ბელგოროდის გუბერნატორი ოლქზე შეტევას ადასტურებს. რა ხდება სინამდვილეში უკრაინა-რუსეთის საზღვარზე? 

ბელგოროდის ოლქის ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, აფეთქების შედეგად, რამდენიმე სამხედრო პირია დაღუპული – რა მოხდა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ამ აქტს “რუსეთის მოხალისეთა კორპუსს” მიაწერენ და წერენ, რომ რუსმა მოხალისეებმა, რომლებიც ამჟამინდელი რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიან და უკრაინელთა მხარეს იბრძვიან, ბელგოროდის რაიონში 10 კმ-ით წინ წაიწიეს.

გრაივორონი ბელგოროდთან მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტია. სწორედ ამ ტერიტორიაზე უკრაინელთა შესვლა დაადასტურ აბელგოროდის გუბერნატორმა.  თუ ტელეგრამზე გავრცელებული კადრებით ვიმსჯელებთ, ირგვლივ ყველაფერი ცეცხლშია გახვეული: ეს არის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ბელგოროდის ოლქში, სადაც “სვობოდნაია როსიას” ბატალიონის მოხალისეებმა რამდენიმე რუსი სამხედრიო მოკლეს, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე კი ახალი რუსეთის დროშები ააფრიალეს. როგორც წერენ, რუსი სამხედროები უკან იხევენ “სვობოდნაია როსიას” შეტევების პარალელურად…

“თავისუფალი რუსეთის პირველი დროშები უკვე ფრიალებს გათავისუფლებულ ქალაქებში. გამარჯვება ახლოსაა”, – წერს ლეგიონი «Свобода России».

ბელგოროდის რაიონის სოფელ გოლოვჩინოზე შეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინას 4 კმ აშორებს ობიექტ ნომერ 1150-მდე, სადაც ბირთვული იარაღის ერთერთი საწყობია.

უფრო დაწვრილებით ამ სამხედრო ობიექტის შესახებ: გოლოვჩინოსთან (ბელგოროდის ოლქი) ახლოს მდებარეობს დახურული სამხედრო ქალაქი “ბელგოროდი22” ანუ ობიექტი ნომერ 1150, რომელიც რუსეთის მე-12 მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაშია. ეს არის ბირთვული იარაღის შემნახველი ცენტრალური ბაზა, სადაც ამ დროისთვის, სავარაუდოდ, ტაქტიკური ბირთვული საბრძოლო მასალები ინახება.

რაც შეეხება სიტუაციას ბახმუტში: უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ ბახმუტში სიტუაცია გუშინდელს შემდეგ მკვეთრად არ შეცვლილა: ქალაქი არ დაცემულა და მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს უკრაინული შენაერთები აკონტროლებენ, მიმდინარეობს შეტაკებები და მძიმე ბრძოლები.

ამასობაში კი ლეგიონმა “სვობოდა როსიი” კიდევ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი – კოზინკა გაათავისუფლა ბელგოროდის ოლქში: “გრაივორონში შევიდნენ ჩვენი მეწინავე რაზმები. მივიწევთ წინ! რუსეთი იქნება თავისუფალი” – წერენ “სვობოდა როსიის” ტელეგრამ-არხზე.

ამ და სხვა ამბებს ადევნეთ თვალი ტვ ოდიშის ტელეგრამ-არხზე, სადაც ოპერატიულად ახლდება უკრაინაში მიმდინარე ამბების შესახებ ცნობები. 

სიახლეები

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...

სააპელაციომ საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა

19 წლის საბა ჯიქია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა. გადაწყვეტილება...