მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერი კვირიკაშვილი ანაკლიაში დასარტყმელად მოდის: "24 დეკემბერს მივდივარ ანაკლიაში, რომ პირველი ბარი...

პრემიერი კვირიკაშვილი ანაკლიაში დასარტყმელად მოდის: “24 დეკემბერს მივდივარ ანაკლიაში, რომ პირველი ბარი დავარტყათ”

Published on

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ 24 დეკემბერს ანაკლიაში მიდის. "24 დეკემბერს მივდივარ ანაკლიაში. რომ პირველი ბარი დავარტყათ," – განაცხადა კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი სრულიად სხვა საფეხურზე უნგა გადაიყვანოს.
 
”მე ძალიან მახარებს ბოლო დღეების დინამიკა, უკვე არსებულ კამპანიებთან ერთად, ძალიან სერიოზული ჩინური კომპანიები ინტერესდებიან დამატებით. კონსორციუმში უკვე არიან ქართული და ამერიკული კომპანიები, პორტის მენჯმენტის კომპანია სიეტლიდან, ეს არის გიგანტი კომპანია, რომელიც ანაკლიაში შემოდის არა მხოლოდ მმართველად, არამედ ინვესტორადაც და ეს არის უზბეკური კომპანია, ასევე ჩინური კომპანია, რომელმაც ბოლო დღეებში გამოთქვა 70-მილიონიანი ინვესტირების მზაობა. ეს არ არის დასასრული და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში შედგება მთლიანად კაპიტალის სტრუქტურირება. მე მივდივარ ანაკლიაში, რომ პირველი ბარი დავარტყათ. ეს იქნება უკვე სამშენებლო სამუშაოების გახსნა და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
 
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უყრიან კენჭს. სესიაზე პრემიერმინისტრმა სამთავრობო პროგრამას ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020”  წარადგინა. 

სიახლეები

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...

საქართველოდან 103 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში...