მთავარისიახლეებიპოლიტიკალანძღვა-გინების კორიანტელი, სერია მეორე - მთავრობის წევრებმა ენა წააჩვიეს ოპოზიციას და,...

ლანძღვა-გინების კორიანტელი, სერია მეორე – მთავრობის წევრებმა ენა წააჩვიეს ოპოზიციას და, რაც ყველაზე საგანგაშოა, პარლამენტს

Published on

ბატონო ბოკერია, თქვენ ბრძანდებით გამოუსწორებელი უზრდელი, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიგა ბოკერიას პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. მთავრობის წევრებმა ენა წააჩვიეს ოპოზიციას და, რაც ყველაზე საგანგაშოა, პარლამენტს.
 
ლევან გოგიჩაშივილის ეს შეფასება მოყვა გიგა ბოკერიას შეკითხვას   პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილისადმი ქვეყნის  ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას
 
,,საპენსიო რეფორმას რომ აპირებთ, იქნებ დადოთ საჯარო პირობა, რომ ამ ილუზორული რეფორმის ქვეშ გადასახადებს კიდევ არ გაზრდით. კოლეგა გამოდიოდა უმრავლესობიდან, რომელმაც ბრძანა, რომ ათწლეული გვჭირდება 7%-იანი და უფრო მაღალი ზრდით იმისთვის, რომ სიტუაცია რეალურად გადავტეხოთ. მართალი ბრძანდებით, ასეა ნამდვილად! კითხვა იბადება, როგორი მდგომარეობა გვაქვს დღეს? რა მდგომარეობაა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მას შემდეგ, რაც თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით?! თურმე 4.5% და 4.9% არის საზეიმო, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა გამოგვიცხადა. გუშინ, პრემიერ-მინისტრი და ფინანასთა მინისტრი მეკამათა, რომ თურმე თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საგადასახადო ტვირთი არ იზრდება – ეს არის ფული, რომელსაც თქვენ ბიზნესს და მოქალაქეებს ართმევთ. წაგიკითხავთ ციფრებს – 2013 წელს საგადახადო ტვირთი, ფული, რომელსაც თქვენ ეკონომიკიდან იღებთ, მშპ-ს 24.8% იყო. ახლა არის 26%. გვამშვიდებდით, რომ მომავალში შემცირდებოდა. გიწერიათ, რომ 2018 წელს 25.3%, მაგრამ მერე, 2019 წელს, თქვენივე ციფრებით ისევ იზრდება. ამიხსენით, როგორ უწყობს ხელს საგადასახადო ტვირთის ზრდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას? ესტონური მოდელი კარგია და ჩვენ უფრო რადიკალური გზის მომხრე ვიყავით, მაგრამ თუკი საგადასახო ტვირთი ჯამში მაინც გაზარდეთ და თუკი თქვენი მმართველობის დროს იზრდება, იმ პირობებში, როცა ფასები იზრდება, როცა პენსია პრაქტიკულად არ გაზრდილა, როცა ხალხს უჭირს, ეს რანაირად არის სწორი პოლიტიკა?!”, – ასეთი იყო ბოკერიას შეკითხვის არსი. ამასთან ბოკერიამ გამოთქვა ეჭვი, რომ კვირიკაშვილის  ეგზალტირებულ სიტყვაში გამოთქმული  დაპირებები უსაფუძვლოა და ამდენად მის თვალში კვირიკაშვილის პოლიტიკური სიტყვის ფასი ნულია. 
 
ამით გაღიზიანებულმა ლევან გოგიჩაშვილმა  ნერვები ვერ მოთოკა: „ყველა თქვენი კითხვა, ყველა თქვენი გამოსვლა არის ძალიან შეურაცხმყოფელი და მე ვფიქრობ, წარმოუდგენელია თქვენთან რაიმე კონსტრუქციულზე საუბარი“, – განაცხადა  მან ბოკერიას მისამართით. საქმე ამჯერად დედის გინებამდე არ მისულა. ისეთი დრო დაგვიდგა, რომ ესეც სასიხარულოა

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...