მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთი, "ევროვიზიის" ჯინზე, ""Руссовидение"-ს ჩაატარებს - მორიგი სიგიჟე პუტინის სამფლობელოში

რუსეთი, “ევროვიზიის” ჯინზე, “”Руссовидение”-ს ჩაატარებს – მორიგი სიგიჟე პუტინის სამფლობელოში

Published on

ქვეყანაში, რომელსაც ჯერაც ჰქვია რუსეთი და ჯერაც არ დამარცხებულა, თავიანთი მოქალაქეებისთვის ზებოს იმედის მისაცემად ყვცელაფერს აკეთებენ: “დობრი კოლას” და “მაკდონალდის” “ანალოგების” კვალდაკვალ, მას შემდეგ, რაც რუსებს უარი უთხრეს “ევროვიზიაში” მონაწილეობაზე, მათ თავიანთი კონკურსი მოიფიქრეს (ჟირინოვსკი გაგახსენდება კაცს უნებურად, ჩვენზე რომ თქვა: ჭამონ მაგათ თავიანთი ხინკალი, ჩვენ პელმენები გვაქვსო).

მოკლედ, რუსეთმა, შესაძ₾ოა, ზაფხულში, არც მეტი, არც ნაკლები, “Руссовидение” მოაწყოს. იდეა ცნობილ პუტინისტ-შოუმენს სტას ბერეცკის ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ეს კონკურსი თუ შოუ ჩატარდება ალა პუგაჩოვასა და ფილიპ კირკოროვის ცნობილ ციხესიმაგრეში.

“ეს ვაკხანალია, რომელიც “ევროვიზიასთან” მიმართებაში ტრიალებს, უკვე ტვინში მირტყამს. არ გეგონოთ, რომ კონკურსში მხოლოდ რუსი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას – ფილიპ კირკოროვთან ერთად უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებებები, მას უდიდესი გამოცდილება აქვს.

პირველი კონკურსი უკვე ქამ ზაფხულს ჩატარდება. ჩვენთან არიან “შამანი” ოლეგ გაზმანოვი და ჯგუფი “Воровайки”.არ ვიქნებით ჩაციკლულები მხოლოდ პატრიოტულ თემატიკაზე, რეპიც კი გვექნება, ერთადერთი მოთხოვნა იქნება, რომ სიმღერები აუცილებლად რუსულ ენაზე უნდა შესრულდეს”, – დაამატა მან.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....