მთავარისიახლეებიკულტურაქუთაისური სპექტაკლი ზუგდიდში

ქუთაისური სპექტაკლი ზუგდიდში

Published on

 "ოქროს წიწილა" – ასე ქვია  მიუზიკლს, რომელიც ზუგდიდის თეატრში  ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა წარმოადგინა. ეს ფერადოვანი, სიკეთით სავსე სპექტაკლი დადგმულია ვლადიმერ ორლოვის საქართველოში მეტად პოპულარული პიესის მიხედვით, რომელიც თოჯინებისთვისაა დაწერილი, მაგრამ ქუთაისის თეატრმა ორიგინალური გადაწყვეტით, დრამატული მსახიობების შესრულებით  წარმოადგინა. მაყურებელმა გულთბილად და დიდი ინტერესით მიიღო სპექტაკლი, პოზიტიური ემოციები მნიშვნელოვანწილად განაპირობა  სპექტაკლში ჩართულმა ინტერაქტიულმა ელემენტებმა, რამაც დარბაზში მყოფთ მისცა საშუალება აქტიურად ჩართულიყვნენ სცენაზე მმდინარე მოქმედებაში. 

,,ჩვენ ზუგდიდში ჩამოვედით ძალიან კეთილი სპექტაკლით, რომელიც მეგობრობაზე, სიყვარულზე მოუთხრობს პატარა  მაყურებელს და განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ ამ სპექტაკლით ჩვენს თეატრებს  შორის შედგა შემოქმედებითი თანამშრომლობა, რომელსაც კარგი პერსპექტივა აქვს – ამბობს ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე.  

 

სიახლეები

ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებში სამი ცხედარი აღმოაჩინეს....

მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელზე განრიდება ითხოვა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ თვითგანრიდება ითხოვა. 9 ოქტომბრის შუამდგომლობის...

საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა- იოზვიაკი

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია უცვლელი დარჩა - საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა“ -...

დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა – 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზე

დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება...