კიევში, უკრაინის სახალხო დამცველის ოფისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხზე დღეს გამართულ შეხვედრას დისტანციურად დაესწრო მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია. მისი თქმით, ომბუდსმენი აპირებს კიდევ ერთხელ მიწეროს იუსტიციის სამინისტროს, რათა მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მიიღოს.
“ომბუდსმენმა ბრძანა, რომ დაწერა განცხადება, მიმართა ჩვენ პენიტენციურ სისტემას, რომ მიეცათ მისთვის უფლება მოენახულებინა მიხეილ სააკაშვილი და როგორც ჩანს უარია ამაზე. მე კიდევ ვაპირებ თავიდან დავწეროო. ფაქტია, რომ ზელენსკით დაწყებული, არახამია, კულება, ეს ადამიანები, ერმაკი, ვისაც კი აქვს რაიმე შეხვედრა, იმ შეხვედრაზე უსათუოდ არის ხოლმე სააკაშვილის თემა”, – თქვა ალასანიამ.
უკრაინის სახალხო დამცველის ოფისში შეხვედრა პირადად ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის რადასა და საქართველოს პარლამენტის ოპოზიციის დეპუტატები. სახალხო დამცველს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე. ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის კოალიციის შექმნა იგეგმება