მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ეს იყო თქვენი საკუთარივე შეცდომებისგან თქვენი გადარჩენის ჩემი ბოლო მცდელობა"- მიხეილ სააკაშვილი...

“ეს იყო თქვენი საკუთარივე შეცდომებისგან თქვენი გადარჩენის ჩემი ბოლო მცდელობა”- მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს ღია წერილით მიმართავს

Published on

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს. "ვცდებოდი, როდესაც მჯეროდა, რომ უკრაინაში თქვენ ქვეყნის აშენებაში დახმარებისთვის მომიწვიეთ. სინამდვილეში, თქვენ მხოლოდ ერთი რამ გადარდებთ, თქვენი მილიარდები. სიმდიდრისთვის მზად ხართ ნებისმიერ მსხვერპლზე, მანიპულაციასა და ტყუილზე წახვიდეთ," – წერს პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი საკუთარ facebook გვერდზე.სააკაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას არ სურს გაატაროს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები.„სუსტი სახელმწიფოსგან ძლიერის შექმნა და ნებისმიერი აგრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია და ამის მაგალითი არის ისრაელი, საქართველო და სხვა ქვეყნები,“ – აცხადებს ოდესის ყოფილი გუბერნატორი.მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი შანსი პრეზიდენტის ნებაყოფლობით გადადგომაა. პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი, პოროშენკოსთვის მიწერილ პირად წერილსაც ეხმაურება, რომელიც გასაჯაროვდა. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მისი დაწერა დასავლელ დიპლომატებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა და მიზანი, კონფლიქტის მოგვარების გზების პოვნა იყო."ეს იყო პოლიტიკური კრიზისის დაძლევისთვის საჭირო მოლაპარაკებების დაწყების მცდელობა, იმისთვის რომ უკრაინის მტრებმა პოროშენკოს რეჟიმის სისუსტეები ქვეყნის წინააღმდეგ არ გამოიყენონ. ბატონო პრეზიდენტო, ეს იყო თქვენი საკუთარივე შეცდომებისგან თქვენი გადარჩენის ჩემი ბოლო მცდელობა. ახლა უფრო მნიშვნელოვანია, უკრაინის გადარჩენა და არსებული ვითარების დარეგულირება," – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...