მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი - პოროშენკოსადმი წერილის შინაარსი მსგავსია იმ წერილისა, რომელიც ედუარდ შევარდნაძეს...

მიხეილ სააკაშვილი – პოროშენკოსადმი წერილის შინაარსი მსგავსია იმ წერილისა, რომელიც ედუარდ შევარდნაძეს გადადგომამდე მივწერე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია newsone-თან ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა მისწერა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს.მისი თქმით, პოროშენკოსადმი წერილის შინაარსი მსგავსია იმ წერილისა, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს გადადგომამდე მისწერა.„მივწერე: „თქვენ მე დამამცირეთ. შეუძლებელია, არ იცოდეთ, რომ მე მოსკოვის აგენტი არ ვარ, მაგრამ მე არ ვარ გაბრაზებული. თქვენთან დაკავშირებით აგრესიული მიზნები არ მაქვს. ამ ვითარებაში გამარჯვებულია პუტინი და მე მზად ვარ დასალაპარაკებლად“. მაგრამ რაზე ვილაპარაკოთ?! იმაზე, რაზეც ვესაუბრე პრეზიდენტ შევარდნაძეს. მასთან, რომელსაც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ნახევარი წელი ჰქონდა დარჩენილი, ვისაუბრე ხელისუფლებიდან მისი მშვიდობიანად წასვლის პირობებზე: სისხლისღვრის გარეშე, ძალის გამოუყენებლად“, – განაცხადა სააკაშვილმა გადაცემაში Большой вечер.  

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...