მთავარისიახლეებიმსოფლიოროგორი იყო ომის 429-ე დღე - სად რა ხდებოდა უკრაინაში (შემაჯამებელი)

როგორი იყო ომის 429-ე დღე – სად რა ხდებოდა უკრაინაში (შემაჯამებელი)

Published on

ომის 429-ე დღე უკრაინაში რუსული სარაკეტო იერიშით დაიწყო: კიევზე, ჩერკასკის ოლქზე, დნეპრზე და სხვადასხვა ქალაქზე გამთენიისას, დილის 6 საათზე, სარაკეტო იერიშები ფრონტული ბომბდამშენიდან და ავიაგამანადგურებლიდან, კასპიის ზღვის აკვატორიიდან განხორციელდა.

კიევის თავზე უკრაინელმა მეზენიტეებმა 11 რაკეტა ჩამოაგდეს, საერთო ჯამში კი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 23 რუსული რაკეტიდან 21 გაანადგურა.

ორი რაკეტიდან ერთი უმანში, ერთი კი დნეპრში ჩამოვარდა: უმანის ტრაგედია შემაძრწუნებელი აღმოჩნდა საბოლოო შედეგით: რაკეტა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფლანგს მოხვდა და ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 23 ადამიანი, მათგან 4 ბავშვია. 

დნეპრში რაკეტა ასევე, საცხოვრებელ კორპუსს დაეცა: დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდა გოგონა და მისი 2 წლის ქალიშვილი, ათზე მეტი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. 

უმანის ტრაგედიის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარ გვერდებზე გამოაქვეყნა რუსული რაკეტის ფოტო წარწერით: “ზუსტად მიზანში!”. 

უმანის ტრაგედიას უკრაინის ხელისუფლება გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა რუსი სამხედრო თუ არასამხედრო პირი, ვინც უმანის ტრაგედიაზეა პასუხისმგებელი, აუცილებლად უნდა დაისაჯოს და დაისჯება კიდეც, ხოლო პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა დასავლელ პარტნიორებს იარაღის კიდევ უფრო მეტი რაოდენობის თხოვნით, ჰემინგუეის ცნობილი ნაწარმოების სახელწოდების პერიფრაზით მიმართა: “მშვიდობით კი არა, გამარჯობა, იარაღო! სალამი ბევრ იარაღს!…”

დღეს უკრაინის სამხედრო ხელმზღვანელობა გამოეხმაურა ასევე, კონტრშეტევის დაწყების შესახებ გაჩენილ მოლოდინს. უკრაინის პრეზიდენტმა ჩეხეთის პრეზიდენტი მიიღო და ორი მხარე შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა: “ჩვენ ვემზადებით კონტრშეტევისთვის და ეს ყველამ იცის, ამიტომ მე ჩვენი შეთანხმების დეტალებზე არაფერს ვიტყვი”. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექს რეზნიკოვი კი ამბობს, რომ გლობალურად, უკრაინა უკვე მზადაა კონტრშეტევისთვის:

“სხვა შეკითხვები კი გენერალური შტაბის, უმაღლესი მთავარსარდლისა და სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართაა: როგორც კი ღვთის ნება, ამინდი და გადაწყვეტილებები იქნება შესაბამისი, ჩვენ ამას გავაკეთებთ”, – აცხადებს უკრაინის რეზნიკოვი, რომელმაც მოსკოვთან მოლაპარაკების სესაძლებლობის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

“უკრაინა მზადაა მოსკოვთან მოლაპარაკებისთვის… კაპიტულაციის შემთხვევაში და რეპარაციის თანხის განსახილველად”, – თქვა მან. 

უკრაინელ სამხედრო კომისრებს ზურგიდან ფრონტზე გაგზავნიან, როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო მათ ადგილს დაჭრილი სამხედროები დაიკავებენ – ასეთი დავალება მისცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნის, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა.

ამავდროულად, რუსული გამოცემები ჩივიან, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სნაიპერები უკვე იყენებენ ნატოს კალიბრის იარაღს, ხოლო მათ უპილოტო საფრენი აპარატებით მხარდაჭერას უწევენ ინსტრუქტორები და სხვა სახის სპეციალისტები.

ასევე, საინტერესოა, რომ 28 აპრილის მონაცემებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დღე-ღამეში 500-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს, ხოლო ჯამში, ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, 189.400-ზე მეტი რუსი ოკუპანტია ლიკვიდირებული და მწყობრიდან გამოყვანილი. 

ადევნეთ თვალი ჩვენს მუდმივად განახლებად, სწორად დაწერილ და აღწერილ ნიუსებს საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ტელერადიოკომპანია “ოდიშის” ტელეგრამ-არხზე. 

სიახლეები

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ...

სხვადასხვა ნივთში დამალული ოქრო გადმოჰქონდა – საგამოძიებომ სარფში 1 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით...