მთავარისიახლეებიმსოფლიო"რაკეტა ჩვენს სახლს მოხვდა, ყველა დავსისხლიანდით, აქ ბავშვებს ეძინათ..." - გოგონა უმანიდან

“რაკეტა ჩვენს სახლს მოხვდა, ყველა დავსისხლიანდით, აქ ბავშვებს ეძინათ…” – გოგონა უმანიდან

Published on

51-დღიანი პაუზის შემდეგ, ომის 429-ე დღეს, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქს და რამდენიმე სხვა ქალაქს შეუტიეს. სარაკეტო იერიშს, სამწუხაროდ, მსხვერპლიც მოჰყვა, რომელიც ბევრად მეტი იქნებოდა, რომ არა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების ეფექტური მოქმედება. 

უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა, კასპიის ზღვის აკვატორიიდან, Tu-95MS-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან და Tu-22M3-ის ტიპის შორი მოქმედების ბომბდამშენებიდან გაშვებული Kh-55/555-ისა და kh-101 ტიპის 23 რაკეტიდან 21 ჰაერშივე გაანადგურეს, რაც, დიდი ალბათობით, უკრაინაში Mim-104 patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემათა გამოჩენითაა განპირობებული. განადგურებულია ორი უპილოტო საფრენი აპარატიც.
ორი რაკეტიდან ერთი ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, ჩამოინგრა სადარბაზო, არის მსხვერპლიც – უმანში 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა, ხოლო მეორე რაკეტის აფეთქების ადგილას, დნეპრის გარეუბანში, 2 წლის გოგონა დაიჭრა.
ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება უმანელი გოგონას მიერ გადაღებული ვიდეო, რომლის ბინასაც რაკეტა მოხვდა – საბედნიეროდ, ამ ოჯახის ყველა წევრი გადარჩა, ხოლო მეორე ვიდეოში, რომელიც ასევე უმანშია გადაღებული და სამაშველო სამსახურმა გადაიღო, უკრაინელი ქალის მოთქმა და ტირილი ისმის. ნანგრევებში გადარჩენილებს ამ დრომდე ეძებენ. 

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...