მთავარისიახლეებიკულტურანინო სურგულაძე: კრემლში არ ვიმღერებ, ეს ჩემი ქვეყნის ღალატი იქნება

ნინო სურგულაძე: კრემლში არ ვიმღერებ, ეს ჩემი ქვეყნის ღალატი იქნება

Published on

ცნობილმა საოპერო მომღერალმა ნინო სურგულაძემ  უარი განაცხადა კრემლის სახელმწიფო დარბაზში დაგეგმილ  კონცერტში მონაწილეობაზე.
 
 ელენა ობრაზცოვას სახელობის ფონდის მიერ ორგანიზებული ეს კონცერტი  ფრანკო ძეფირელის 95 წლის იუბილეს ეძღვნება და მასში მონაწილეობას უამრავი მსოფლიო საოპერო ვარსკვლავი იღებს.
 
რადიო ფორტუნასათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნინო სურგულაძემ განმარტა, რატომ თქვა უარი ამ შეთავაზებაზე
 
,,სიამოვნებით დავთანხმებოდი ამ ორი ჩემი საყვარელი ხელოვანისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობას, მაგრამ უკვე ვუთხარი უარი. უნდა შემესრულებინა ორი არია. თანახმა იყვნენ, რომ ორი დღით ადრე ჩავსულიყავი რეპეტიციაზე, ჩემი გრაფიკის გამო, მაგრამ გამორიცხულია,  ამ წინადადებას დავთანხმებოდი. კონკრეტულად კრემლის დარბაზში სიმღერა არ იქნებოდა სწორი. მე პოლიტიკაში არ ვერევი და არც განცხადებებს ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ლოგიკურია, რომ კრემლში გამოსვლა არ მინდა, რადგან ეს ჩემი ქვეყნის ღალატი იქნება”-აღნიშნა ნინო სურგულაძემ 

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...