მისცემენ თუ არა საქართველოს ახალ რეკომენდაციებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად? – “რადიო თავისუფლების”, ევროპის ბიუროს რედაქტორი იტყობინება, რომ ოქტომბერში ევროკომისია გამოვა რეკომენდაციით, რომ მწვანე შუქი აუნთონ გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას მხოლოდ მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში. რაც შეეხება საქართველოს, იოზვიაკის ინფორმაციით, ეს იქნება პოტენციური კანდიდატის სტატუსის შეცვლა კანდიდატი ქვეყნის სტატუსით.
“საქართველოს, შესაძლოა მისცენ დამატებითი რეკომენდაციები, რომ შემდგომ ეტაპზე გადავიდეს. არ არის გამორიცხული, რომ ევროკომისიამ ერთგვარი „შუალედური“ შეფასება გააკეთოს, მაშინ, როცა, კიევისა და კიშინიოვის შემთხვევაში, შესაძლოა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. ზოგიერთი საზრუნავი, განსაკუთრებით სასამართლო საკითხები, შეიძლება მოგვარდეს შემდგომ მოლაპარაკებებში, რომლებიც, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში გაგრძელდება. ბევრმა შეიძლება დასვას კითხვა, რატომ უნდა მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით, რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონთან დაკავშირებული მოვლენებისა და საპროტესტო აქციების შემდეგ, რამაც გააღიზიანა ბრიუსელი. ბრიუსელში ისევ ფიქრობენ, რომ თბილისი უკრაინასა და მოლდოვას ერთი ნაბიჯით ჩამორჩება და იქვე უნდა დარჩეს, მაგრამ კანდიდატის სტატუსის შეთავაზება მაინც გონივრულია, იმის გათვალისწინებით, რომ სტატუსი ბოსნია და ჰერცეგოვინამაც მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოთხოვნა არ შეუსრულებია”. – ამბობს იოზვიაკი.