საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმს დღეს გამოაქვეყნებს. კომისიაში აცხადებენ, რომ ხმის დათვლის პროცედურა სწორედ დღეს დასრულდება. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის ჩაინიშნება არჩევნების მეორე ტური.არსებული მონაცემებით, მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია.საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარის, ივანე პეტრიაშვილის განცხადებით, შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, კომისიის წევრები იმ ინციდენტებზე იმსჯელებენ, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 9 დეკემბერს გამართულ არჩევნებზე.„შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, კომისიას გვსურს იმ ინციდენტებზე ვიმსჯელოთ, რაც მოხდა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თუ ვინმეს რაიმე ტიპის მტკიცებულება ექნება, სოციალურ ქსელში გამოქვეყნების ნაცვლად, მიმართონ კომისიას, რათა კომისიამ შეისწავლოს“, – აღნიშნა პეტრიაშვილმა.საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება 9 დეკემბერს, სპორტის სასახლეში ჩატარდა. კრებაზე, ოთხი წლის ვადით, ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად, ადვოკატები აღმასრულებელი საბჭოს 11 წევრს, ეთიკის კომისიის 15 და სარევიზიო კომისიის ხუთ წევრს ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით ირჩევდნენ.არსებული ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესში სულ 2324-მა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა, მათგან ყველაზე მეტი, 1128 ხმა დავით ასათიანს ერგო, თუმცა გამარჯვებისთვის და ხმათა 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. რაც შეეხება ლევან ჯანაშიას, მას 632-მა კოლეგამ მისცა ხმა.დავით ასათიანმა, რომელმაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მეორე ადგილზე გასულ ლევან ჯანაშიას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა შესთავაზა.10 დეკემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ხმის დამთვლელი კომისია ექვსმა წევრმა დატოვა. კომისია თავდაპირველად 15 წევრისგან შედგებოდა, თუმცა მათგან არჩევნების პროცესს 12 ესწრებოდა. ერთმა წევრმა კომისიის მუშაობაში ავადმყოფობის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა, დანარჩენი ორი კი პროცესს მედიისთვის უცნობი მიზეზების გამო გამოეთიშა. შესაბამისად, კომისიაში ექვსი წევრი დარჩა.გასული რვა წლის განმავლობაში ადვოკატთა ასოციაციას ზაზა ხატიაშვილი ხელმძღვანელობდა.
მთავარისიახლეებისაზოგადოებაადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმს დღეს გამოაქვეყნებს
ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმს დღეს გამოაქვეყნებს
სიახლეები
სიახლეები
“საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია, არის ცრუ ჩვენებები და ოქმიც გაყალბებულია… კარგი იქნება, თუ სასამართლო მოგვცემს საშუალებას, ჩემი უკანონო დაკავება დავამტკიცო” – ამაღლობელი
ბატონო მოსამართლევ, საქმე რომელსაც განიხილავთ, მინდა გითხრათ, რომ გაყალბებულია. საქმეში არის ცრუ ჩვენებები და...
სიახლეები
ოკუპანტებმა ხერსონზე მასირებული იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი
რუსი ოკუპანტები ხერხონის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი...
სიახლეები
“რა საფრთხეებს შეიცავს “ოცნების” მიერ მიღებული ცვლილება პრევენციულ დაკავებაზე” – საიას კვლევა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული მორიგი უკანონო და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი საკანონმდებლო...
სიახლეები
ლექტორი თამარ ტატანაშვილი თსუ-დან გაათავისუფლეს
ლექტორი თამარ ტატანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
"თსუ-ის იურიდიულმა ფაკულტეტმა...