მთავარისიახლეებისაზოგადოებაგორში საბავშვო ბაღი გაქურდეს

გორში საბავშვო ბაღი გაქურდეს

Published on

ქურდობა საბავშვო ბაღში – გორის მე-15 საბავშვო ბაღთან ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. “მთავარი არხის” ინფორმაციით, სამართალდამცველთა მობილიზება გვიან ღამით საბავშვო ბაღში მომხდარ ქურდობას უკავშირდება.

კომპიუტერული ტექნიკა, ძვირადღირებული მუსიკალური აპარატურა და პლაზმური ტელევიზორები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნივთების, რომელიც ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ბაღიდან წაიღეს.

ადგილზე მოსულ თანამშრომლებს კი ბაღის შენობაში ჯერჯერობით არ უშვებენ. თანამშრომლები ამბობენ, რომ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ადასტურებენ, რომ წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა.

“მოხდა ქურდობა გორის მე-15 საბავშვო ბაღში, მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ცნობილია, წაღებულია ელექტრონული ტექნიკა, მუსიკალური ცენტრი, და ტელევიზორები. დღევანდელ დღეს დალუქეს ბაღი და გამოძიების დასრულებისთანავე აღვადგენთ სასწავლო პროცესს”,- ამბობს გიორგი შათირიშვილი გორის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.

საგამოძიებო მოქმედების გამო, დღეს ბაღში სასწავლო პროცესი ჩაიშალა და ბავშვები უკან, სახლში გააბრუნეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

სიახლეები

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...

ბოლო 48 საათში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი დავაკავეთ – შსს

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, ბოლო 48 საათში, თბილისსა და რეგიონებში დააკავეს...