მთავარისიახლეებიაშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

Published on

გაზიარება
აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა
აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ კაპიტანს, – წერს The New York Times. გამოცემის ცნობით, ტანკერ Marinera-ს (Bella 1) კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს, ბრალი ოფიციალურად 12 თებერვალს წარუდგინეს.
პროკურატურის მიხედვით, საქმე ორ ფედერალურ ბრალდებას მოიცავს: ხომალდზე გაიანას დროშის აღმართვას მაშინ, როცა გემი იქ რეგისტრირებული არ იყო, და United States Coast Guard-ის ბრძანების დაუმორჩილებლობას.
ცნობისთვის, ტანკერი ირანიდან ვენესუელის მიმართულებით გადაადგილდებოდა. გემი იანვარში დააკავეს, რის შემდეგაც ეკიპაჟი შოტლანდიაში გადაიყვანეს. გასული თვის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ კალანდაძე შოტლანდიიდან აშშ-ში გადაიყვანეს. კაპიტნის მეუღლის მხარე დაკავებას ასაჩივრებს.

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...