მთავარისიახლეებისაზოგადოებასათამაშოებისა და ბავშვთა მოვლის საშუალებების კონტროლი საქართველოში არ ხოციელდება- სეს

სათამაშოებისა და ბავშვთა მოვლის საშუალებების კონტროლი საქართველოში არ ხოციელდება- სეს

Published on

სათამაშოებისა და ბავშვთა მოვლის საშუალებების კონტროლი ჩვენი კომპეტენცია არ არის. ეს სფერო არარეგულირებულია, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი მიქაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ვინ ახორციელებს ბავშვთა მოვლის, ჰიგიენური საშუალებებისა და სათამაშოების კონტროლს, გიორგი მიქაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს არავინ აკონტროლებს.„სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს სამი მიმართულებით ახორციელებს. ეს არის სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა. რაც შეეხება დანარჩენს, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის. მათ შორის – არც სათამაშო, არც ბავშვთა მოვლის საშუალებები და ასე შემდეგ“, – განაცხადა მიქაძემ.აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად – კვების უსაფრთხოება. მსგავსი: აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად – კვების უსაფრთხოება
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ ამოწმებს ქვეყანაში შემოტანილ საკვებ პროდუქტებს და რამდენად ვართ დაცული, რომ ბაზარზე დაბალი ხარისხის პროდუქცია არ მოხვდეს, გიორგი მიქაძემ განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტი იმპორტირებულ სურსათს ამოწმებს, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსულ სურსათს კი სურსათის ეროვნული სააგენტო, მათ შორის მონიტორინგის კუთხით აკონტროლებს.
„წელს უკვე დაახლოებით 4 500–მდე ნიმუში გვაქვს აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეული. ეს კონტროლი რისკის შეფასების საფუძველზე ხორციელდება და არა ყოველდღე, ყველა პროდუქტზე. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად არ ხორციელდება პროდუქტის კვლევა, თუ სურსათს პრობლემა არ აქვს, რაზეც გარკვეული კრიტერიუმები არსებობს, მათ შორის – ბიზნესოპერატორის ისტორია და ასე შემდეგ. მსოფლიოში არსად ხდება და შეუძლებელია, ყველა სახეობის სურსათი ყოველდღიურ რეჟიმში ვინმემ აკონტროლოს“, – განაცხადა გიორგი მიქაძემ.

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს...

ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ 27 დეკემბერს გაიმრთება

27 დეკემბერს, 18:00 საათზე ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ,...

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა, დღეს 18:00 საათისთვის დაანონსა. ზურაბიშვილი სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის...

ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა მეგრული სიტყვა - “ლოდოს“ გამოყნების გამო, 3 ათასი...