მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე გირგვლიანის საქმეზე ადვოკატები აიცილა

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე გირგვლიანის საქმეზე ადვოკატები აიცილა

Published on

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე სანდრო გირგვლიანის საქმეზე ადვოკატები აიცილა. ამის საფუძველი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება გახდა. სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაცვის მხარეს დღეს დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა ადვოკატებმა ბრალდებულის პოზიცია გააჟღერეს და განაცხადეს, რომ სააკაშვილი უნდობლობას უცხადებს ქართულ მართლმსაჯულებას. ამასთან, როგორც ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა აღნიშნა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე იკვეთება ქართული და უკრაინული სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობა, რათა მოხდეს მისი ექსტრადირება საქართველოში. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, რაშიც სასამართლო სისტემაცაა ჩართული. ამის გამო სააკაშვილი უარს ამბობს, შეთანხმებით აყვანილი ადვოკატების მომსახურებაზე და მისი დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე მოხდება.სააკაშვილის პოზიციის გაჟღერების შემდეგ მისმა ადვოკატებმა სასამართლო პროცესი დატოვეს. 

სიახლეები

გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჰერჩინსკი

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ...

ჰერჩინსკი ტრაგიკული პიროვნებაა, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელსაც ატარებს დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს – კობახიძე

კობახიძემ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩნსკი "ტრაგიკულ პიროვნებად" მოიხსენია. მისი მტკიცებით, ასეთი ელჩის მიერ ორგანიზებული...

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...