იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე ლევან მურუსიძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და მიანიშნებს, რომ აშშ-ს შესაძლოა მისი ლიკვიდაცია სურდეს.
მურუსიძე ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატების საელჩო სასამართლოს ხელში ჩასაგდებად ყველაფერს აკეთებს:
“ისინი ამაზე არ გაჩერდებიან და ხანდახან ვფიქრობ, რომ სიციცხლის მოსპობაზეც წავიდნენ. იმდენად დიდია მათი მიზანი, რომ სასამართლო ხელში ჩაიგდონ”- თქვა მურუსიძემ.
დასანქცირებული მოსამართლე ამტკიცებს, რომ სახელმწიფო დეპარტაენტის განცხადების შემდეგ, მის მიმრთ სასამართლო სისტემაში მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა:
იმდენმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემს მიმართ, ეს სანქციები ითვალისწინებდა, რომ სასამართლო სისტემაში წავიდოდა არაჯანსაღი პროცესები და მოხდებოდა არეულობა და დაქვემდებარება სასამართლო სისტემის აშშ-ის საელჩოსადმი, თუმცა მეეჭვება, რომ ახლა ეს მოხდეს”- დასძინა მურუსიძემ.