მთავარისიახლეებისუს-ში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური გამოიკითხა

სუს-ში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური გამოიკითხა

Published on

შსს-ს ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით გამოიკითხა

ცნობისთვის, 2025 წლის პირველ დეკემბერს BBC-მ საქართველოში აქციების დარბევასთან დაკავშირებით სტატია და დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა. გამოცემა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

პირველ დეკემბერს, პროპაგანდისტულმა TV იმედმა გამოაქვეყნა გომელაურის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ ნივთიერებები, რომელზეც BBC-ის გამოძიებაში იყო საუბარი შსს-ს შეძენილი ჰქონდა და 2012 წლამდე იყენებდა.

“ეს ნივთიერებები რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ნაცებმა კატა გამოთხარეს!” – თქვა გომელაურმა.

მოგვიანებით, ეს ინფორმაცია ივანიშვილის შს მინისტრმა, გეკა გელაძემ უარყო და თქვა, რომ “საქართველოში არასდროს არ შესყიდულა აღნიშნული ნივთიერება, ე.წ “კამიტი”

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა...

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...